თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარს წინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ნაცნობს, თურქეთის მოქალაქე 41 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.