მეორე დღეს მან კიდევ ერთი ძაღლი დაიჭირა, რომელიც ნაჯახით დაჭრა. მამაკაცი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, მას ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბრალდებული არ აღიარებს თავის დანაშაულს, ეს საშინელი შემთხვევა არასასიამოვნო სურათს ქმნის - საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა.
მხოლოდ თბილისში, არაოფიციალური მონაცემებით, 30-40 ათასი მიუსაფარი ძაღლია, და რამდენია ქვეყნის მასშტაბით? მათ უტარებენ სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ქუჩაში უშვებენ, სახელმწიფოს კი თავშეაფრებში მათი შენახვის სახსრები არ აქვს. თუ თბილისის ცენტრში ქუჩის ძაღლები კეთილები არიან და კონტაქტობენ ადამიანებთან, ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ძაღლები ხროვად დადიან და შეიძლება თავს დაესხან ადამიანებს - მსგავს შემთხვევებსაც აქვს ადგილი.
როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომ არ დაზარალდნენ არც ცხოველები და არც ადამიანები? აშკარაა, მხოლოდ სახელმწუიფოს ძალისხმევა საკმარისი არაა და ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა. ბოლო პერიოდში მოქალაქეებს ხშირად აჰყავთ მოსავლელად ქუჩის ძაღლი თუ კატა. წლიდან წლამდე მსგავსი შემთხვევა მატულობს და შეიძლება ეს არის რთული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი.