https://sputnik-georgia.com/20251108/rogor-unda-gadaichras-cxovelebis-mimart-sisastike-saqartveloshi-295703667.html
როგორ უნდა გადაიჭრას ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემა საქართველოში? - ვიდეო
როგორ უნდა გადაიჭრას ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემა საქართველოში? - ვიდეო
Sputnik საქართველო
კახეთის რეგიონში საშინელი ფაქტი მოხდა, რამაც მთელი ქვეყანა აღაშფოთა. ყვარელში 31 წლის მამაკაცი ქუჩის ძაღლებს სასტიკად გაუსწორდა. მან ერთ ძაღლს თავი მოაჭრა... 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T16:35+0400
2025-11-08T16:35+0400
2025-11-08T16:52+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
ცხოველთა დაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/08/295703499_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_922d7e1d688ae930297dee78e7fd592c.jpg
მეორე დღეს მან კიდევ ერთი ძაღლი დაიჭირა, რომელიც ნაჯახით დაჭრა. მამაკაცი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, მას ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბრალდებული არ აღიარებს თავის დანაშაულს, ეს საშინელი შემთხვევა არასასიამოვნო სურათს ქმნის - საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა.მხოლოდ თბილისში, არაოფიციალური მონაცემებით, 30-40 ათასი მიუსაფარი ძაღლია, და რამდენია ქვეყნის მასშტაბით? მათ უტარებენ სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ქუჩაში უშვებენ, სახელმწიფოს კი თავშეაფრებში მათი შენახვის სახსრები არ აქვს. თუ თბილისის ცენტრში ქუჩის ძაღლები კეთილები არიან და კონტაქტობენ ადამიანებთან, ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ძაღლები ხროვად დადიან და შეიძლება თავს დაესხან ადამიანებს - მსგავს შემთხვევებსაც აქვს ადგილი.როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომ არ დაზარალდნენ არც ცხოველები და არც ადამიანები? აშკარაა, მხოლოდ სახელმწუიფოს ძალისხმევა საკმარისი არაა და ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა. ბოლო პერიოდში მოქალაქეებს ხშირად აჰყავთ მოსავლელად ქუჩის ძაღლი თუ კატა. წლიდან წლამდე მსგავსი შემთხვევა მატულობს და შეიძლება ეს არის რთული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/08/295703499_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_c0f280c1401150917fe934b5285e70c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, ცხოველთა დაცვა, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, ცხოველთა დაცვა, видео
როგორ უნდა გადაიჭრას ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემა საქართველოში? - ვიდეო
16:35 08.11.2025 (განახლებულია: 16:52 08.11.2025) კახეთის რეგიონში საშინელი ფაქტი მოხდა, რამაც მთელი ქვეყანა აღაშფოთა. ყვარელში 31 წლის მამაკაცი ქუჩის ძაღლებს სასტიკად გაუსწორდა. მან ერთ ძაღლს თავი მოაჭრა, შემდეგ დაწვა იმ მოტივით, რომ მის შეჭმას აპირებდა.
მეორე დღეს მან კიდევ ერთი ძაღლი დაიჭირა, რომელიც ნაჯახით დაჭრა. მამაკაცი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, მას ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბრალდებული არ აღიარებს თავის დანაშაულს, ეს საშინელი შემთხვევა არასასიამოვნო სურათს ქმნის - საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა.
მხოლოდ თბილისში, არაოფიციალური მონაცემებით, 30-40 ათასი მიუსაფარი ძაღლია, და რამდენია ქვეყნის მასშტაბით? მათ უტარებენ სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ქუჩაში უშვებენ, სახელმწიფოს კი თავშეაფრებში მათი შენახვის სახსრები არ აქვს. თუ თბილისის ცენტრში ქუჩის ძაღლები კეთილები არიან და კონტაქტობენ ადამიანებთან, ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ძაღლები ხროვად დადიან და შეიძლება თავს დაესხან ადამიანებს - მსგავს შემთხვევებსაც აქვს ადგილი.
როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომ არ დაზარალდნენ არც ცხოველები და არც ადამიანები? აშკარაა, მხოლოდ სახელმწუიფოს ძალისხმევა საკმარისი არაა და ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა. ბოლო პერიოდში მოქალაქეებს ხშირად აჰყავთ მოსავლელად ქუჩის ძაღლი თუ კატა. წლიდან წლამდე მსგავსი შემთხვევა მატულობს და შეიძლება ეს არის რთული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი.