ხელოვნური ინტელექტის განვითარება საქართველოში - მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა სამიტზე

საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გოგონების განათლების განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერის პროგრამები იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის მთავარი თემა სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.
ღონისძიება თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსა და ქალთა და დემოკრატიის წრის (KADEM) მიერ იყო ორგანიზებული და მისი მთავარი თემა ქალები და ხელოვნური ინტელექტი იყო.
მიხეილ სარჯველაძე სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.
„საქართველოში უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.
მისი თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის როლზე ჯანდაცვის სფეროში.
„ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სფეროში დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა, უფრო ხელმისაწვდომი გახადა. განსაკუთრებით, ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა.
მიხეილ სარჯველაძე სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.
სააგენტოს მთავარი მიზანია - ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სისტემის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციურ გარემოს ქვეყანაში.