თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობამ 2023 წელს 1,115 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 39,1 ათასს აღემატება, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
ამასთან, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3,6%-ით გაიზარდა, იურიდიული - 4%-ით.
ბოლო 5 წლისთვის საშუალო წლიურმა ზრდამ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეადგინა 4,3%, იურიდიულ პირთათვის - 4,6%.
2023 წელს ინტერნეტის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 1,061 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 37,1 ათასით მეტია.
კომპანიების მონაცემებით, 2023 წელს ინდივიდუალური აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი „მაგთიკომზე“ მოდიოდა - 508 ათასი, შემდეგ მოდის „სილქნეტი“, რომელსაც 322 ათასი აბონენტი ჰყავს.
კომპანია „ახალი ქსელების“ აბონენტთა რაოდენობამ 64 ათასი შეადგინა, ხოლო Skytel-ის - 58 ათასი.
ამასთან, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობს 996 ათასი აბონენტი, რაც 46 ათასით მეტია 2022 წელთან შედარებით.
2023 წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი Starlink. 2024 წლის დასაწყისისთვის, Starlink-ს საქართველოში ჰყავს 24 იურიდიული და 467 ინდივიდუალური აბონენტი.