პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს

ახალი პრემიერი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. მანამდე მინისტრთა კაბინეტის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 29იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ მთელი მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ორშაბათს განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, ხოლო მთავრობა განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობას პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ახალ პრემიერსა და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა>>
საკადრო გადაწყვეტილება ასევე შეეხება ექვს მინისტრს. ამის თაობაზე ტელეკომპანია „მთავარი არხი“ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ, შეიცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვის და კულტურის მინისტრები.
ნდობის მოსაპოვებლად მთავრობამ პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
მედია: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ექვს მინისტრს შეეხება>>
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.