სააკაშვილი ოპოზიციას სასარგებლო იდიოტის როლის თამაშს სთავაზობს – ოპოზიციონერი

სააკაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას მმართველ პარტიასთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას შეუერთდებიან პოლიტიკური აქტივობისა და ერთიანობის ოპოზიციური კომიტეტის შექმნის შესახებ, მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს შეასრულებენ და დახმარების ხელს გაუწვდიან მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ ანა ბუჩუკურმა.
სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, კომიტეტში 20–25 ადამიანი უნდა იყოს, მათ შორის, მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა. ამ წინადადებით ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმეზე პროცესის მსვლელობისას ონლაინ–ჩართვის დროს გამოვიდა.
„საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს. ოპოზიცია, რომელიც ამ სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას შეგნებულად ან სასარგებლო იდიოტის როლის შესრულებით, ხელს გაუწვდის და დაეხმარება „ოცნების" ხელისუფლებას“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
სააკაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებში ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
იდეა, რომელსაც ხორცშესხმა არ უწერია – დეპუტატმა სააკაშვილის ახალი ინიციატივა შეაფასა>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.