საქართველოში მიწის მითვისებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროცესი 2025 წელს დასრულდება

ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც შეეხება მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისებასა და მსგავს საქმეებზე დოკუმენტების გაყალბებაში, 2025 წლის 1 იანვრამდე აღსრულდება.
კანონი უკვე შევიდა ძალაში და ახლა სასჯელი და ბრალდება მოეხსნება მხოლოდ იმ პირებს, ვინც 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისების საქმეებში ფიგურირებს, აღიარა დანაშაული და 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფოს მიყენებულ ზარალს.
მსგავს საქმეებზე გამოძიების ქვეშ მყოფ პირებზე ამნისტია მხოლოდ საქმის პროკურორის გადაწყვეტილებით გავრცელდება.
პრემიერის ინიციატივა უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებაზე თბილისს არ ეხება - კალაძე >>
ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ან მისი ღირებულების გადახდას დანაშაულის ჩადენის დროს ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასად, ან სახელმწიფოსთვის მიწის დაბრუნებას.
ამასთან ამნისტია მხოლოდ მაშინ შეეხება პირს, როცა იგი საქმეზე სასამართლოს ან საქმის პროკურორს ზიანის ანაზღაურების ყველა მტკიცებულებას წარუდგენს.
მსჯავრდებულთა შემთხვევაში ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირი გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან და მას მოეხსნება ნასამართლეობა.
ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს.