საქართველოში 2024 წელს პენსიები გაიზრდება

საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წელს ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარი იქნება, ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 315 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 380 ლარს, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარს გაუტოლდება, მაღალმთიან დასახლებებში პენსია 490 ლარს შეადგენს.
პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველების ბანკის ვალები - ახალი ინფორმაცია >>
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.