პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველების ბანკის ვალები - ახალი ინფორმაცია

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკი“
„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2023
გამოწერა
კრედიტის საშუალო ოდენობა 1,1 ათას ლარს შეადგენს
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს, ნათქვამია ბანკის ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პენსიებსა და სოციალურ დახმარებას გასცემს.
კრედიტის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე 401 ლარის კრედიტი გასცა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 29,4%.
კრედიტის საშუალო ოდენობა 1100 ლარს შეადგენს, პენსია კი 340 ლარს შეადგენს.
2023 წლის იანვრიდან Liberty Bank-მა პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26 პროცენტამდე შეამცირა, მაგრამ ეს არ შეეხო 2023 წლის იანვრამდე აღებულ კრედიტებს.
ყველა ახალი ამბავი
0