წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).
ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.
1 დეკემბერს დაბადებულები
1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან.
თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.
როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.
1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.
ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.
1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტი 1 დეკემბერს დაბადებულებისთვის თავიანთი უსაზღვრო ენერგიის თანაბარი და სწორი განაწილებაა. ჭარბი ენერგია გარეთ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიშვას.
მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რათა მოჭარბებული ენერგია დაიხარჯოს. ფიზიკურად საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
რჩევა:
ძალზე ენერგიული ბრძანდებით და ამით ახლობლებს ხანდახან თრგუნავთ. ზოგჯერ, სჯობს, თქვენი მგზნებარება მოთოკოთ, როდესაც ახლობლებთან საერთო საქმეს აკეთებთ.