თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ელექტრონული კენჭისყრისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კანონმდებლობასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს შეესაბამება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
კენჭისყრის ელექტრონული სისტემის აუდიტი ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულმა, აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანია Pro V&V–მ ჩაატარა. აუდიტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა დაექსპერტული წრეების წარმომადგენლები
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. სწორედ პრეზენტაციის დროსვნახეთ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არარსებობს“, – განაცხადა შარაბიძემ.
ამავე დროს, მან დეზინფორმაცია უწოდა ოპოზიციური პარტიების რიგი წევრებისა და მათი ლიდერების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემა რუსულ სისტემას ჰგავს.
„საარჩევნო პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება“, – განაცხადა შარაბიძემ.
გარდა ამისა, მან სიცრუე უწოდა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არ მიიწვიეს პრეზენტაციაზე და პარტიებს მოუწოდა, არ დააზიანონ ქვეყანაში დანერგილი კენჭისყრის ახალი სისტემა.
„გვინდა, მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – განაცხადა შარაბიძემ.
არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება და ეს იქნება პირველი და უნიკალური არჩევნები როგორც კენჭისყრის სისტემის, ისე არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაშიდა უბნების 90%-ს მოიცავს.მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანადპროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად აუცილებელი ხმების მიღების შანსი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს. „ოცნება“ ლიდერობს სხვა გამოკითხვებშიც.
მეორე ადგილზე, მაგრამ დიდი სხვაობით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსები კიდევ სამ–ხუთ პარტიას აქვს.