როიბუშის ჩაის სასარგებლო თვისებები

Sputnik
როიბუშის (როიბოსის) ჩაის პარკოსანთა ოჯახის Aspalathus Linearis-ის სახეობის ბუჩქოვანი მცენარისგან ამზადებენ. ასპალათუსის არომატული ნაყენის გამოყენება, ისტორიის თანახმად, სამხრეთ აფრიკის ძირძველმა მცხოვრებლებმა ჰოტენტოტებმა დაიწყეს. დასახელებაც მათ უკავშირდება - rooi ამ ტომის ენაზე ნიშნავს წითელს, ხოლო bos - ბუჩქს.
ევროპელებმა, უფრო ზუსტად, ჰოლანდიელებმა ამ მცენარის შესახებ XVIII საუკუნეში შეიტყვეს, ხოლო მოგვიანებით, XIX საუკუნეში - ინგლისელებმა. დღეს ეგზოტიკური ჩაი პოპულარული და ცნობილია მთელ მსოფლიოში.
ასპალათუსის ბუჩქები სამხრეთ აფრიკაში იზრდება. იქ არის თავმოყრილი მისი ძირითადი პლანტაციები. ნედლეულს წელიწადში ერთხელ - შუა ზაფხულში იღებენ. მცენარეული სასმელის წარმოებისთვის იყენებენ წელიწად-ნახევრიანი ბუჩქების ქორფა ყლორტებსა და ფოთლებს.
როიბუშის ჩაი, დამუშავების მიხედვით, ორი სახეობისაა - წითელი (ფერმენტირებული) და მწვანე (არაფერმენტირებული).
ფერმენტირებული ვარიანტი ძლიერი გემოთი გამოირჩევა და ფერიც წითელი აქვს.
როიბუშის შემადგენლობა
რას და რა რაოდენობით შეიცავს 1 ჩაის კოვზი როიბუშის ჩაი

მიკროელემენტები

რაოდენობა (მილიგრამი)

რკინა

0,1

მაგნიუმი

1,2

ფტორი

0,2

მანგანუმი

0,1

კალიუმი

7,1

ნატრიუმი

6,2

კალციუმი

1,1

თუთია

0,03

სპილენძი

0,1

გარდა ამისა, როიბუშის შემადგენლობაშია ბუნებრივი ანტისეპტიკები, ანტიოქსიდანტები, ასკორბინის მჟავა, გლუკოზა, ტანინები, ვიტამინები А, Е, Р, С.
საინტერესო ფაქტი: როიბუშის ჩაი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაი. მასში არ არის კოფეინი, ტანინები მხოლოდ მცირე ოდენობითაა. მისი დალევა შეუძლიათ ბავშვებს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალული აქვთ ჩაისა და ყავის დალევა.
გოჯი ბერი - სასარგებლო თვისებები
როიბუშის სასარგებლო თვისებები
რეგულარული და სწორი გამოყენების შემთხვევაში როიბუშის ჩაი ადამიანზე ძალზე სასარგებლოდ მოქმედებს. მას მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, კერძოდ:
აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
კურნავს ასთმას
ინარჩუნებს კალიუმისა და მაგნიუმის ოპტიმალურ კონცენტრაციას
ამშვიდებს ნერვებს
ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს
ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების გავლენას
აწესრიგებს არტერიულ წნევას
აქვეითებს გლუკოზის დონეს სისხლში
აბრკოლებს კატარაქტისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.
სასმელი მშვენივრად კლავს წყურვილის გრძნობას. აქვს მატონიზირებელი ეფექტი. 2-3 ჭიქა ჩაი შეიცავს С ვიტამინის სადღეღამისო დოზას და რკინის ორ სადღეღამისო დოზას.
ჩაის დალევა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
ასკილი და მისი სამკურნალო თვისებები
როიბუშის ჩაის გავლენა ქალის ორგანიზმზე
Aspalathus Linearis-ის შემადგენლობაში ანტიოქსიდანტებისა და ალფა-ჰიდრომჟავების მაღალი რაოდენობა ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. რკინა აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აბრკოლებს ანემიის განვითარებას.
როიბუშის ჩაის გავლენა მამაკაცის ორგანიზმზე
ჩაი სასარგებლოა აქტიური მამაკაცებისთვის, რომლებიც სპორტს მისდევენ ან ფიზიკურად შრომობენ. როიბუში ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანსს, დადებით გავლენას ახდენს შარდსასქესო სისტემის მუშაობაზე.
როიბუშის ჩაის სარგებელი ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის
ფიტო-ჩაის უნიკალური ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა კარგად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ის ანეიტრალებს ალერგიულ რეაქციებს, აქვს სპაზმოლიტური თვისებები, ანტისეპტიკური მოქმედება. აფრიკაში მას ახალშობილებს შებერილობის მოსახსნელად აძლევენ.
ხანშიშესულ ადამიანებს კი, სასმლის რეგულარულად მიღების დროს, შენელებული აქვთ ათეროსკლეროზის განვითარება, იშვიათად უწევთ არტერიული წნევა, უმჯობესდება მათი ზოგადი მდგომარეობა.
აუცილებელი სამი ვიტამინი დიაბეტიანებისთვის: ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და არა მხოლოდ...
რობუშის ჩაი დიაბეტის დროს
როიბუშის ჩაი ასპალათინის - ანტიდიაბეტური თვისებების მქონე ანტიოქსიდანტის ბუნებრივი წყაროა. სასმელი სასარგებლოა დიაბეტის დროს: აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, აწესრიგებს სისხლში კლუკოზის დონეს.
როიბუშის ჩაი წონაში დასაკლებად
100 გრამ მშრალ ჩაიში სულ 16 კკალორიაა, არის 0,8-1 გრამი ცხიმები, ნახშირწყლები და ცილები. ჭარბი წონის ადამიანებს დიეტოლოგები ამ ჩაის რეგულარულად გამოყენებას ურჩევენ. მას აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ასტიმულირებს ნაწლავების საქმიანობას, ხელს უწყობს კალორიების სწრაფად დაწვას.
სასმელი ტოვებს მოტკბო გემოს, რითიც მცირდება ტკბილეულის მოთხოვნილება, ქვეითდება მადა, რადგან ადამიანს დანაყრების გრძნობა უჩნდება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დიეტის დროს. გასათვალისწინებელია, რომ როიბუშის ჩაი მაქსიმალურ სარგებელს მოიტანს ფიზიკურ დატვირთვებთან და სწორ კვებასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
პიტნა - ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის>>
როიბუშის ჩაი ორსულებისთვის
როიბუშის ჩაი თავისი სასარგებლო შემადგენლობით რეკომენდებულია ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ასევე მშობიარობის შემდეგ - ძუძუთი კვების დროს. მასში არ არის მავნე კომპონენტები, აქვს ანტიჰისტამინური, ბაქტერიციდული თვისებები, ეფექტურად ხსნის სტრესს.
რა ზიანის მოტანა შეუძლია როიბუშის ჩაის
როიბუშის ჩაის მიღება უნდა შეზღუდონ ან აკრძალონ კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებმა, რადგან ის დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და ამან შეიძლება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოწივიოს.
არ ღირს ძალიან ცხელი ჩაის დალევა - ამან შეიძლება ნაწლავების სპაზმის, შაკიკისა და უძილობის პროვოცირება გამოიწვიოს.
ჩაის უნდა მოერიდოთ ინდივიდუალური აუტანლობის, ალერგიისადმი მიდრეკილების დროს.
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი
ხალხურ მედიცინაში როიბუშის ჩაის მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ:
სტრესის მოსახსნელად, ნერვების დასამშვიდებლად: განსაკუთრებით კარგია როიბუშის სამკურნალო აბაზანის მიღება - ხსნის გაღიზიანებას, ნევროზების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად: როიბუშის შემადგენლობაში ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. მისი რეგულარული გამოყენებისას ის აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციებისადმი.
კანის დაავადებების დროს: როიბუშის ნაყენი ანეიტრალებს ანთებით პროცესებს, ალაგმავს კანის სიწითლეს. ორგანიზმს ეხმარება დერმატიტებთან, აკნესთან, ეგზემასთან, ყვავილის გამონაყართან ბრძოლაში. მოსამზადებლად როიბუში წყალში სულ ცოტა 5 წუთი უნდა ადუღოთ. დაიდეთ დაზიანებულ კანზე საფენების სახით.
უაღრესად სასარგებლო ჩია - ინდიელების მაგია>>
ჰელმინთოზის სამკურნალოდ: ჩაიში შემავალი ბუნებრივი ტეტრაციკლინი ბლოკავს ჰელმინთების (ჭიების) უჯრედებს და ხელს უწყობს მათი ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნას.
ნაბახუსევზე: სამხრეთაფრიკელები ჩაის ნაბახუსევზე საკმაოდ წარმატებულად იყენებენ. სასმელი დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, რომელიც ხსნის თავის ტკივილს და აწესრიგებს არტერიულ წნევას.
ინტოქსიკაციის, ღვიძლის მუშაობის დარღვევისას: ფიტო-ჩაი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს, აღადგენს ღვიძლისა და კუჭის მუშაობას, ამსუბუქებს მდგომარეობას მოწამვლის დროს:
1.
ხსნის კუნთების დაძაბულობას, კოლიკებს
2.
ხსნის გულისრევის შეგრძნებასა და გულისრევას
3.
ათავისუფლებს ყაბზობისგან.
ნაყენის დასამზადებლად აიღეთ ¼ ჩაის კოვზი მშრალი როიბუში და დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთი.
სელის თესლი და მისი სასარგებლო თვისებები
გაციების დროს: აქვს ამოსახველებელი ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
როიბუშის ჩაი კოსმეტიკური მიზნებით: როიბუშის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აახალგაზრდავებს კანს, ამაგრებს თმის ძირებს.
კოსმეტოლოგები ფიტო-ჩაის მიღებას ურჩევენ:
დაბანისთვის - ნაყენი კარგად წმენდს და ატენიანებს პრობლემურ კანს
თვალის უპეების ქვეშ შავი წრეების შესამცირებლად, ასევე მცირე ნაოჭების გასაქრობად
დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად (ხელს უწყობს თმის ზრდას, არბილებს თავის კანს)
სახის კანის გათეთრებისთვის (სახის ნიღბები 1 ჩაის კოვზი როიბუშის დამატებით სახის ტონს ერთიანს ხდის)
ჩაი ეფექტურია მზის დამწვრობის დროს - ხსნის სიცხეს და აშორებს სიწითლეს.
როგორ დავაყენოთ როიბუშის ჩაი
როიბუშის ჩაის მომზადება ნებისმიერ ჭურჭელში შეიძლება, გარდა თიხისა. გურმანების თქმით, თიხის ჩაიდანში სასმელი თავის არომატს კარგავს.
მოცვი და მისი სასარგებლო თვისებები>>
როიბუშის ჩაის აყენებენ ისევე, როგორც ჩვეულებრივ ჩაის. არის მისი დაყენების სამი ყველაზე გავრცელებული ხერხი:
ხმელ ფოთლებს ასხამენ ცხელ წყალს და საშუალო ცეცხლზე ადუღებენ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურავენ.
ასხამენ ადუღებულ წყალს და აჩერებენ 5-10 წუთი. შემდეგ გადაწურავენ. ასეთი ხერხით შესაძლებელია მისი სამჯერ დაყენება - ჩაი სასარგებლო თვისებებს არ კარგავს.
ჩაის ფოთოლს (2 ჩ.კ. 1 ჭიქაზე) ასხამენ მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წუთი, შემდეგ აცივებენ. სვამენ ყინულის ნატეხით.
საინტერესო ფაქტი: აფრიკაში ამზადებენ ძალიან მაგარ, კონცენტრირებულ სასმელს ტრადიციული ხერხით. ფოთლებს აქუცმაცებენ, შემდეგ ხარშავენ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. სამხრეთ აფრიკაში როიბოსი ყავის შემცვლელად ითვლება. მას ასევე უწოდებენ „როიბოსის ესპრესოს".
შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები
რჩევები: მაქსიმალური ეფექტის მისაღებად რეგულარულად უნდა მიიღოთ დღეში 700-2500 მილიგრამი ჩაი. 1 ჭიქა სასმელი დაახლოებით 700 მილიგრამ ჩაის ფოთოლს შეიცავს.
მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
როიბუშის ჩაის გახსნის შემდეგ აჯობებს, თუ მას კერამიკულ ქილაში მოათავსებთ და შეინახავთ ბნელ, მშრალ ადგილზე 5-დან 25 გრადუსამდე ტემპერატურაზე. სახლის პირობებში შენახვის მაქსიმალური ვადა 24 თვეა.
დაყენებული როიბოსი მაცივარში სამი დღე-ღამე ინახება. მეტხანს შენახვისას ის თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
P.S. ჩაის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას ჯობს მიმართოთ სპეციალისტს.