ან ჰგონიათ, რომ სულაც არ არიან უარყოფითად დამუხტულები და თავიანთ ნეგატივს ათას მიზეზს აბრალებენ.
ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი მიიჩნევს, რომ ნეგატიურ ადამიანებს ხუთი ფარული ნიშანი აქვთ.
ეს ნიშნები შეიძლება აღმოაჩინოთ როგორც თქვენ ირგვლივ მყოფებში, ისე საკუთარ თავშიც.
რა ნიშნებია ეს:
1. ფილმის არჩევანი
მელოდრამების, ფილმების ომზე, დრამების ბავშვებზე ან ცხოველებზე ნაღვლიანი დასასრულით, ანუ ისეთი ფილმების სიყვარული, სადაც ცრემლი უნდა აღვარღვარო. ნეგატიურ ადამიანს უყვარს ტანჯვა ტელევიზორთან, ასეთ ფილმებს შედევრებს უწოდებს.
კიდევ უარესი – იწყებს ასეთი ფილმების პოპულარიზებას, პროპაგანდას უწევს მათ ბავშვებთან, მეგობრებთან. ლაბკოვსკი დარწმუნებულია, რომ ტანჯვა კი არ ზრდის სულიერებას, არამედ დეპრესიას იწვევს. განცდები სულს ფიტავს და ღლის.
ადამიანები მელოდრამებს უყურებენ, რათა გათავისუფლდნენ თავიანთი დათრგუნული მდგომარეობისგან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ვინც კარგად ცხოვრობს, ასეთი ემოციური „შეჯანჯღარება“ არ სჭირდება.
2. ახალი ამბების კითხვა
დააკვირდით სიახლეების გაცნობას საიდან იწყებთ თქვენ ან თქვენი ახლობლები: თუ ესაა შემთხვევები, კრიმინალი, ავტოსაგზაო შემთხვევები, ხანძრები, ე.ი. ნეგატივის სიყვარული გძალავთ. ან ნერვებს „უჩხიკინებთ“ და ამით ორგანიზმს საჭირო ადრენალინის დოზას აწვდით.
3. გარეგნობა
შავი, მუქი ნაცრისფერი, მუქი ლურჯი ტანსაცმელი. ლაბკოვსკი აღნიშნავს, რომ ადამიანები მასობრივად დადიან მუქი ფერის სამოსით ისე, თითქოს სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობენ. სინამდვილეში კი ისინი ასე დადიან კინოში, პაემანზე, სამსახურში...
გარეგნობა თქვენს შიდა მდგომარეობას ასახავს.
4. მოკლე დიალოგი
როდესაც ორი ახლობელი ხვდება ერთმანეთს. ერთი ეკითხება მეორეს: როგორ ხარ? ნეგატიური ადამიანი არასდროს უპასუხებს „კარგად“, „შესანიშნავად“, „გადასარევად“. ის იტყვის: „ვარ რა“, „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“, „ისე რა“, „არ ვარ კარგად“.
ბავშვები როგორ არიან? „მათთან ძალიან რთულია“. სამსახურში – „ძნელია“...
5. გარემოცვა
ბევრი ამბობს: „მე პოზიტიური ადამიანი ვარ, ჩემი მეგობრები კი დეპრესიულები არიან“. ასე არ ხდება, ისევე, როგორც ქორწინებაში არ შეიძლება იყოს ბედნიერი ცოლი და უბედური ქმარი, ან პირიქით. გარემოცვა – ეს ჩვენი საკუთარი ანარეკლია.