სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

სასწორებს შორის მრავლად არიან ნიჭიერი მხატვრები, დეკორატორები და ფოტოგრაფები; ისინი აფასებენ სილამაზესა და ჰარმონიას ყველა თავის გამოვლინებაში.
Sputnik
სასწორი (Libra) - ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ვენერა და სატურნი მფარველობენ. მმართველი სტიქიაა ჰაერი.
ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად, მკაფიოდა და სტრუქტურულად. განვითარებული აქვთ მშვენიერების გრძნობა, ესთეტიკური აზროვნება, ამიტომ მათ შორის მრავლად არიან ნიჭიერი მხატვრები, დეკორატორები და ფოტოგრაფები.
სასწორები აფასებენ სილამაზესა და ჰარმონიას ყველა თავის გამოვლინებაში: უყვართ პეიზაჟებით ტკბობა, დახვეწილი სამოსის ტარება და საინტერესო, სულიერად მდიდარ ადამიანებთან ურთიერთობა.
სასწორები ქვეცნობიერად ისწრაფვიან ჰარმონიისა და წონასწორობისკენ, ხოლო თუ ვერ იპოვეს, იბნევიან და არ იციან, როგორ იმოქმედონ მოულოდნელ ვითარებებში, მითითებებს გარედან ელოდებიან.
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
ცხოვრებაში საკუთარ დანიშნულებას დიდი ხნის განმავლობაში ეძებენ, არ მუშაობენ ისეთ ადგილას, რასაც, მათი აზრით, რაიმე ფასეულობა არ გააჩნია. ამის გამო ხშირად ზარმაცსა და განებივრებულს უწოდებენ. მაგრამ ეს სულ ასეც არ არის, რადგან, თუ მათ თავიანთი ნიჭის გამოყენების არეალი იპოვეს, მთლიანად ამ საქმეში ეფლობიან.

სასწორებს ხშირად საყვედურობენ არაპრაქტიკულობისა და ზედმეტი მეოცნებეობის გამო, უყვართ ოცნება, უფრო მსჯელობა, ვიდრე მოქმედება, ეშინიათ მარცხისა და წარუმატებლობის.
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>
მათი ღირსებებია კომუნიკაბელურობა, ტაქტიანობა და პატიოსნება. არიან უანგარო მეგობრები, ბრძენი მრჩევლები, რომლებსაც შეუძლიათ რაციონალურად შეაფასონ ვითარება და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.
სასწორი - მამაკაცი
მამაკაცი სასწორი ყველაზე ერთგული ცხოვრების მეგზურია. ის იოლად ქმნის სიმყუდროვესა და ჰარმონიას თავის გარშემო, არის არაკონფლიქტური, უყვარს ხმაურიანი კომპანია და გართობა.
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები სასიამოვნონი არიან ურთიერთობებში, მხიარული და კეთილმოსურნენი. უნდათ, რომ ყველას მოსწონდეს ისინი, მაგრამ, ამასთან, გულწრფელად უსმენენ სხვების სურვილებს; კარგად ესმით ადამიანებისა, ამიტომ ადვილად მოიპოვებენ მათ ნდობას. არიან საკმაოდ ტრაბახები და უყვართ, როცა მათ უსმენენ. ძნელად იტანენ კრიტიკას.
მამაკაც სასწორებს უყვართ მატერიალური კეთილდღეობა, მდიდრული ავტომობილები, მოგზაურობა, გემრიელი საკვები. ქაოსი და დისჰარმონია რამე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სფეროში მათზე უარყოფითად აისახება - იკეტებიან საკუთარ თავში.
როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგი და მრჩეველი არიან, თუმცა თვითონ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, ამიტომ მათთვის ცხოვრების თანამგზავრი ქალი უნდა იყოს საყრდენი, დამხმარე, რომელიც თავდაჯერებულობას შემატებს მათ და დაეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. როგორც წესი, არიან შესანიშნავი მამები, მაგრამ, ამავდროულად, მომთხოვნი და მკაცრი.
სასწორი - ქალი
ქალი სასწორი ბრძენი და მეოჯახეა. ერთი შეხედვით დამთმობი ჩანს, მაგრამ მოვლენებს მუდამ თავისი სცენარით ანვითარებს. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ თავიანთ ცხოვრების მეგზურებზე, დაჟინებით ახვევენ თავს თავიანთ იდეებს, რჩევებს და ხელმძღვანელობენ მათ მოქმედებებს.
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
უყვართ სიტუაციის კონტროლი, ყველა რისკის გათვლა, როცა რაიმეს გადაწყვეტენ. თუ დავობენ ან კონფლიქტში არიან ვინმესთან, წინასწარ აქვთ გათვლილი თავიანთი არგუმენტები და მოვლენების განვითარების შესატყვისად, სწორი დასკვნები გამოაქვთ. ხშირად ამბობენ, რომ სასწორ ქალებს მამაკაცური აზროვნება აქვთ.

სასწორი ქალები რამდენადმე კონსერვატიული არიან; უყვართ, როდესაც შესაძლებელია მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტა, არ არიან მიდრეკილი ავანტიურისადმი.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
მათი კონსერვატიულობა გარეგნობაშიც ვლინდება: თუ თავიანთი სტილი იპოვეს, ამას მრავალი წელი არ შეიცვლიან. იცვამენ ელეგანტურად და გემოვნებით, მაგრამ მოდურ ტენდენციებს არ მისდევენ, ხოლო ექსტრავაგანტულობა და ეპატაჟი მათთვის მიუღებელია.

სასწორი ქალები გარეგნულად სუსტი, დაუცველი ჩანან, მაგრამ ეს ასე არ არის - მათ შეუძლიათ გამოსავალი იპოვონ ნებისმიერი სიტუაციიდან, მიიღონ გადაწყვეტილება და დაეხმარონ თავიანთ ახლობლებს. ქალი სასწორის სახლი - ესაა კომფორტის, სიმყუდროვისა და წესრიგის იდეალი.
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
სხვა ნიშნებთან შეთავსებადობა
სასწორისთვის შესანიშნავი პარტნიორი იქნება ტყუპი ან მერწყული. ეს ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს, მსგავსი არიან ტემპერამენტისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების მხრივ. ასეთი ურთიერთობები იქნება ხანგრძლივი, ჰარმონიული, მყარი. მორიელთან ურთიერთობა მოიტანს ახალ ემოციებსა და განცდებს, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება.

წარმატებული ურთიერთობების ნაკლები შანსებია ქალწულებთან, თევზებთან და კირჩხიბებთან. ისინი სასწორებთან ვერ იპოვიან საერთო ენას, რაც გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>
სასწორის ნიშნით დაიბადნენ:
მიხაილ ლერმონტოვი, უილ სმიტი, მარგარეტ ტეტჩერი, მაიკლ დუგლასი, ბრიჯიტ ბარდო, რომი შნაიდერი, სერგეი ესენინი, რეი ჩარლზი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, მონიკა ბელუჩი, ჰიუ ჯეკმანი, ჟან-კლოდ ვან დამი, გვინეტ პელტროუ, ტონი ბრექსტონი, მარჩელო მასტროიანი და სხვ.