ადამსის სიხარულის ფორმულა და წარმატების თეორია

ადამიანებმა უნდა იზრუნონ ჯერ საკუთარ თავზე, მერე თავის ოჯახზე, ტომზე, ქვეყანაზე, შემდეგ მსოფლიოზე – სწორედ ასეთი რიგითობით.
Sputnik
„ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ სკოტ ადამსის „წარმატების თეორიას“.

სკოტ ადამსი (Scott Adams, 1957) პოპულარული ამერიკელი სპიკერი და კომიქსების მხატვარია. დაწერილი აქვს წიგნი „წარმატების თეორია. პრაქტიკული სახელმძღვანელო თქვენი იღბლიანობის ასამაღლებლად“, რომელიც ბესტსელერი გახდა. გთავაზობთ ციტატებს ამ წიგნიდან, რომელშიც ადამსი ხსნის წარმატების საიდუმლოს და გვიზიარებს წარმატების თავის ფორმულას.
თითოეული ახალი ცოდნითა და კავშირების გაფართოებით ჩვენი ღირებულება ბაზარზე იზრდება.
დიდსულოვანი ადამიანები პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნავენ. ეს, ფაქტობრივად, თქვენი ვალდებულებაა. სამყაროს საუკეთესო ფორმაში სჭირდებით.
მსოფლშეგრძნების მართვის ყველაზე მარტივი ხერხია – მოიხმაროთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ინფორმაცია.
ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შესანიშნავი სტრატეგიაა – გახდე საუკეთესო რაიმეში და ამ გრძნობას მისცე საშუალება, გიბიძგოს ახალი და უფრო სერიოზული გამარჯვებებისკენ. შესაძლებელია წარმატების ჩვევის ჩამოყალიბება.
ეძებეთ განმარტოება დიდ ქალაქებში>>
წარმატების ფორმულა: თითოეული შეძენილი უნარი წარმატების შანსს ორჯერ ზრდის.
ჩვენში ჩადებულია შესაძლებლობა, გავხდეთ ის, ვის როლსაც ვთამაშობთ. მანამდე ვახდენთ იმიტაციას, სანამ ნამდვილად არ გამოგვივა. ჩვენი არსი არ იცვლება, მაგრამ მალე ვითვისებთ გარკვეულ სტატუსთან და პოზიციასთან დაკავშირებულ მანერებს.
ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მომისმენია, ესაა: „თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, გაიგე ფასი და გადაიხადე“. გვესმის, როგორც ყოფითი და ცხადი რამ, მაგრამ თუ დაფიქრდები, აქ დიდი სიბრძნეა ჩადებული.
შორს დაიჭირეთ თავი იმათგან, ვინც სულს გართმევთ. თქვენ გაქვთ უფლება, ბედნიერებისკენ მიილტვოდეთ, ისევე, როგორც გაექცეთ ადამიანებს, რომლებიც ამაზე უარს ამბობენ.
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება
ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ფსიქოლოგიაა ჩართული.
თქვენი ცუდი განწყობის მთავარი დამნაშავე ერთი კომპონენტის უკმარისობაა დიდი ხუთეულიდან: მუშაობის თავისუფალი გრაფიკი, წარმოსახვა, ძილი, დიეტა და სპორტული ვარჯიში.
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი ავტომატურად იწყებს თქვენ მეგობრად მიჩნევას, როგორც კი მას საიდუმლოს გაუზიარებთ. ეს უმოკლესი გზაა, რომ ადამიანს მოეწონოთ და აიძულოთ, რომ გენდოთ. მთელი ეშმაკობა ისაა, რომ საიდუმლო უსაფრთხო უნდა იყოს.
რაც უფრო მეტი იცი, მით მეტის გაგება შეგიძლია.
სიახლეებს ნუ შეხედავთ, როგორც ინფორმაციას. მასზე იფიქრეთ, როგორც ენერგიის წყაროზე.
ღიმილის ფენომენი – დიდი და ძალზე სასარგებლო პროცესის ნაწილია. თავდაპირველად შეგიძლია მისი იმიტირება, სანამ ნამდვილი ღიმილი ჩვევად არ იქცევა.
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი - იუმორში დამალული სიმართლე>>
წარმატება მოაქვს თავდაჯერებულობას, ხოლო თავდაჯერებულობა თრგუნავს სიმორცხვეს.
მივედი დასკვნამდე, რომ წარმატება ერთ საქმეში ყველა დანარჩენზე ვრცელდება. შეგიძლიათ დაიწყოთ იმით, რომლის ათვისებაც მუდმივი პრაქტიკით შეიძლება. როდესაც რამდენიმე უმნიშვნელო რამეში, ისეთში, როგორიცაა ჰობი ან სპორტი, შედეგს მიაღწევთ, წარმატების ჩვევა თქვენთან დარჩება და უფრო მნიშვნელოვან საქმეებში დაგეხმარებათ.
ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებმა უნდა იზრუნონ ჯერ საკუთარ თავზე, მერე თავის ოჯახზე, ტომზე, ქვეყანაზე, შემდეგ მსოფლიოზე – სწორედ ასეთი რიგითობით.
ყველაფერზე საუკეთესო უკეთესი ბედის ძიებაში ყოფნაა. საუკეთესო ბედს თავისი გრაფიკი აქვს. ეს ასე გავიგე: შენი სამუშაო – ეს შენი სამუშაო არ არის, ხოლო შენი სამუშაო – უკეთესი სამუშაოს ძებნაა.
უფრო წარმატებული ადამიანები, როგორც წესი, თავიანთ ყველაზე სამაგალითო წარუმატებლობებს ხელსაყრელი მხრიდან წარმოაჩენენ და ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ რაღაც ისეთი ჯადოსნური ძალა გააჩნიათ, რომელიც თქვენ არ გაქვთ.
მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წარუმატებლობა თქვენი ამხანაგია. ესაა წარმატების ნედლეული. ისწავლეთ მისგან. და არ მისცეთ წასვლის საშუალება, სანამ მის ჯიბეში არ ჩაძვრებით. ესაა სისტემა.
მიზანი – ხაფანგია. თქვენ სისტემა გჭირდებათ და არა მიზანი. მოსახერხებელი რომ იყოს, მოდით, მიზანი სპეციფიკურ ამოცანად მივიჩნიოთ, რომელსაც მომავალში ან გადაწყვეტთ, ან – არა. ხოლო სისტემა – ესაა რაღაც, რასაც მუდმივ საფუძველზე აკეთებთ, რაც ზრდის ბედნიერების შანსებს ხანგრძლივ პერსპექტივაში. თუ რაიმეს ყოველდღე აკეთებთ, ეს სისტემაა. თუ ეს ისაა, რისი მიღებაც მომავალში გსურთ – ეს მიზანია.
წიგნები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გამოცდილება, ავტომატურად გვცვლის. და თუ წიგნი გეხმარებათ, რომ სამყარო უფრო პრაქტიკული მხრიდან დაინახოთ ან გაზარდოთ თქვენი ენერგიის დონე, ის გახდება ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით საკუთარი ბედნიერების გამოჭედვას შეძლებთ.
წარმატება – ესაა ოცნების, იღბლის, შეუპოვარი შრომის, სიმტკიცის, გონებისა და გარისკვის სურვილის ერთობლიობა.