მსოფლიო დღეს

ბაიდენი სი ძინპინის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ინდოეთში „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტს არ დაესწრება, იუწყება სააგენტო Reuters.

„მე იმედგაცრუებული ვარ… მაგრამ ვაპირებ მასთან შეხვედრას“, — განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს დელავერის შტატში ვიზიტისას.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ის „მოუთმენლად“ ელის სამიტზე წასვლას და სურს მეტი კოორდინაცია იხილოს ვაშინგტონის, პეკინისა და ნიუ-დელის ურთიერთობებში.
აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთს 7-10 სექტემბერს ეწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც ვიეტნამში გაემგზავრება, რათა აზიურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები განამტკიცოს.
„ცოტა მეტი კოორდინაცია მჭირდება... ვფიქრობ, რომ ამ ორივე ქვეყანას [ინდოეთსა და ვიეტნამს] უფრო მჭიდრო ურთიერთობები სურთ შეერთებულ შტატებთან, რაც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს“, — აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, დიდი ალბათობით, არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში — პეკინს შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ლი ციანი წარმოადგენს.
წყარო: Reuters