წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
3–12 სექტემბერი
3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.
3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.
ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.
3 სექტემბერს დაბადებულები
3 სექტემბერს დამოუკიდებელი, ორიგინალური ადამიანები იბადებიან. თუ ისინი თავიანთ თავში განავითარებენ გულმოწყალებას, სიკეთეს სხვების მიმართ, თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს სასიკეთო მიზნებისკენ მიმართავენ, ექნებათ მშვენიერი ცხოვრება, ეყოლებათ მრავალი თანამოაზრე, საიმედო მეგობარი, გაუმართლებთ ცხოვრებისეულ წამოწყებებში. თუ ცხოველურ და მიწიერ ემოციებს აჰყვებიან, მარტონი და უბედური დარჩებიან.
3 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად გარშემომყოფნი ვერ უგებენ, სწორად ვერ აღიქვამენ მათ პოტენციურ შესაძლებლობებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უწევთ არა საკუთარი, არამედ სხვათა როლის თამაში, რომლის მიღებაც მათ თავად სურთ.
როგორც წესი, ეს ადამიანები მრავალმხრივი ნიჭით არიან დაბადებულები. ხშირად ერთი რომელიმე ნიშანი იმდენად დომინირებს, რომ სხვას ჩრდილავს. მაგალითად, ამ დღეს დაბადებული ქალები ფიზიკური სილამაზით გამოირჩევიან. მათი სხვა ღირსებები, გარეგნული მომხიბლაობის ფონზე, იჩრდილება და ეს გარშემომყოფებმა, შესაძლოა, საერთოდ ვერც შენიშნონ.
მამაკაცებს, თავიანთი დამთმობი ხასიათის გამო, ხშირად ვერ უგებენ და ამის გამო პრობლემები ექმნებათ ოჯახშიცა და კარიერაშიც.
3 სექტემბერს დაბადებულები გარეგნულად მშვიდი და დამთმობი ჩანან. მათი მოტყუების მცდელობა არასდროს არავის გამოსდის. ამ დღეს დაბადებულებს, თითქოს ტყვიაგაუმტარი, ფოლადის ჯავშანი აცვიათ, რომელიც მათ ვამპირიზმისა და პირფერობის ყველა ფორმისგან იცავს.
ეს ადამიანები, შესაძლოა, რბილი და კეთილი ჩანდნენ, მაგრამ ყოველთვის მოითხოვენ სამართლიანობასა და ღორსეულ დამოკიდებულებას, ხოლო უდიერად და უსამართლოდ მოპყრობის ყველანაირ მცდელობას ღირსეულ პასუხს გასცემენ.
ამ დღეს დაბადებულების სამუშაო ხშირად რომანტიკულ სფეროს უკავშირდება, არიან რა არაორდინარული პიროვნებები, ისინი ხშირად რამდენადმე წინ უსწრებენ დროს, ამიტომ გარშემომყოფები ხშირად მათ საქმიანობას ვერ იგებენ, ან ამის გასაგებად დიდი დრო სჭირდებათ.
ეს ადამიანები, როდესაც მათ ვერ უგებენ, დიდ მოთმინებას ამჟღავნებენ და ამ თვისების წყალობით, არ ჩერდებიან ერთ ადგილზე მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ, შესაძლოა, ძალიან დააგვიანოს.
3 სექტემბერს დაბადებულების ტემპერამენტიანი ნატურა მუდმივ კონტროლს მოითხოვს. წარმატების მისაღწევად მათ დიდი ნებისყოფა უნდა გამოიმუშაონ და ემოციური თანამიმდევრულობა დაიცვან.
ამ ადამიანებს მეგობრობისა და სიყვარულის საკითხების მიმართ უდრეკი დამოკიდებულება აქვთ. აქ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გულგრილობის ნიღაბმა, შესაძლოა, დააკარგვინოთ მომენტი, როდესაც სწორედ მოქმედებაა საჭირო. სასიყვარულო ურთიერთობებში მერყეობა ახასიათებთ.
ჯანმრთელობა
3 სექტემბერს დაბადებულები უნდა უფრთხოდნენ უსაქმურობასა და პასიურობას. ერთ ადგილზე გაჩერება იწვევს ჰიპერტონიას, გულს–სისხლძარღვების სიტემის დაავადებებსა და შაქრიან დიაბეტს. ამიტომ მათ უნდა შეზღუდონ ცხიმისა და შაქრის დიდი რაოდენოთ მიღება, გააკონტროლონ წონა და ფიზიკურად იაქტიურონ. ვინც პირიქით, ზედმეტად აქტიურია, უნდა ისწავლოს დასვენება და ნორმალური ძილის რეჟიმის დაცვა.
რჩევა:
თქვენი მთავარი ამოცანაა საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. ამისთვის აუცილებელია, ჩაერთოთ სხვათა ინტერესებში და შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. იყავით მეტად მტკიცე სიყვარულში და განზე ნუ გადგებით სირთულეებიდან.