შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.
ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტიც.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
ტრაგედია შოვში: მაშველები ცხრა ადამიანს ეძებენ>>
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჭანჭახისა და რიონის ხეობებში. ~ საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.