ავოკადო (ლათ. Persea Americana, ინგლ. alligatorpear - ალიგატორის მსხალი) - მარადმწვანე ხეხილოვან მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. აქვს კურკიანი ნაყოფი. მწიფე ნაყოფის წონა, შესაძლოა, ორ კილოგრამსაც აღწევდეს. აქვს 400-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა. მისი სამშობლოა მექსიკა და სამხრეთ ამერიკა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ინდიელები ავოკადოს „ტყის ზეთს" უწოდებენ. ევროპაში ის ესპანელებმა შემოიტანეს.
ავოკადო ერთ-ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა დედამიწაზე. თუ კულინარიის ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ავოკადო ძველ აცტეკებს 5000 წლის წინ მოჰყავდათ და მის ნაყოფს, უნიკალური გემოსა და სარგებლობის გამო, დიდად აფასებდნენ.
ავოკადო თავისი უნიკალური კვებითი ღირებულებების გამო 1998 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს.
ავოკადოს კალორიულობა და შემადგენლობა
ავოკადოს კალორიულობა პირდაპირ არის დამოკიდებული მის ჯიშზე. 100 გრამის კალორიულობა შეიძლება იყოს დაახლოებით 120, 160 და შეიძლება, 240-საც აღწევდეს. ავოკადოს 100 გრამი ზეთის კალორიულობაა 884 კკალორია.
საკვები ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე: ცილები - 2 გრამი, ცხიმები - 14,7 გრამი, ნახშირწყლები - 1,8 გრამი, ნაცარი - 1,6 გრამი, წყალი - 72,2 გრამი.
ავოკადოში ცილების შემცველობა იმდენად მაღალია, რომ მას თავისუფლად შეუძლია ხორცის მაგივრობა გასწიოს ვეგეტარიანელებისთვის.
ავოკადოს ნაყოფი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. მიუხედავად კალორიულობისა, არ შეიცავს მავნე ცხიმებსა და შაქრებს, აქვს აშკარად გამოხატული დიეტური თვისებები. ამასთან, მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის სასარგებლო ისეთი კომპონენტები, (როგორიცაა, მაგალითად, ოლეინმჟავა), რაც ასევე აბრკოლებს სისხლში უკვე დაგროვებული ქოლესტერინის დაშლას.
ავოკადო შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი, სპილენძი, ქლორი, ბორი და სხვა; ვიტამინებს: С, В-ჯგუფის, პროვიტამინი А, К, РР, D. რეკორდსმენია Е-ვიტამინის შემცველობის მხრივ.
ავოკადოს სასარგებლო თვისებები
ავოკადო, თავისი შემცველობის გამო, დანაყრების შეგრძნებას იწვევს. ამასთან, მაღალი კალორიულობის მიუხედავად, ის აქტიურად გამოიყენება დიეტებში.
ავოკადოში შემავალი პოლიუჯერი მჟავები წონის ნორმალიზების პროცესს უწყობს ხელს.
ავოკადოში კალიუმის შემცველობა აწესრიგებს გულ-სისხლძარღვების სისტემის მუშაობას და აფერხებს ჰიპერტონიის განვითარებას.
ართრიტის, ართროზის დროს ხსნის ანთებას, ახშობს ტკივილის შეგრძნებას.
ანტისეპტიკური და დამატენიანებელი თვისებების წყალობით აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
პროდუქტში არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.
ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის ე. წ. კარგი ქოლესტერინის დონეს.
რეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. მასში შედის ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В6, რაც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის.
ავოკადოს ზეთი – ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ზეთია მცენარეულ ზეთებს შორის და საკვები ღირებულებებით, გემოთი, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტების უმეტესობას ჯობნის.
ინარჩუნებს სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს და დიაბეტის წარმოშობის რისკს ამცირებს.
სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, კარგია შეკრულობისას.
კალციუმისა და ფოსფორის შემადგენლობის წყალობით ადამიანს ეხმარება ძვლებისა და კბილების მდგომარეობის შენარჩუნებაში. ფოსფორი ასევე კარგია, როდესაც ადამიანი გონებრივად მუშაობს.
ზეაქსატინი და ლუტეინი ორი მძლავრი ანტიოქსიდანტია ავოკადოს შემადგენლობაში, რომელიც აბრკოლებს სიბრმავეს და მხედველობას აუმჯობესებს.
ხსნის დეპრესიას, სტრესს, აუმჯობესებს განწყობას.
აუმჯობესებს მეხსიერებას.
იყენებენ, როგორც აფროდიზიაკს. მეცნიერებს სერიოზული მტკიცებულებები აქვთ იმისა, რომ ეს ხილი ასტიმულირებს სექსუალურ ლტოლვას, რაც გლუტატიონის – მძლავრი ანტიოქსიდანტის წყალობით ხდება. ასევე, ვიტამინებისა და კალიუმი დიდი რაოდენობა ხელს უწყობს მამაკაცებში სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებას.
სასარგებლოა ავოკადოს კურკაც, მაგრამ რადგან მასში არის შხამიანი ნივთიერებები, მისი მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. ზედმეტმა რაოდენობა, შესაძლოა, ადამიანი მოწამლოს.
ავოკადოს კურკაში უფრო მეტი შემცველობითაა კალიუმი და ფოსფორი, ვიდრე რბილობში. შეიცავს საპონინებს, რომლებიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან ათავისუფლებს. კურკის სასარგებლო თვისებებს შორისაა:
სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება
არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი
კარგად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე
ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სხვა.
ავოკადოს კურკაზე დამზადებული საშუალებები სასარგებლოა სახეზე გამონაყარის დროს, ცხიმიანი თმისა და კანის, ქერტლის დროს.
კურკის დამზადებისას უნდა დაიცვათ წესები: მოხმარების წინ ის უნდა გაასუფთავოთ ყავისფერი აპკისგან და გააშროთ. შემდეგ გახეხოთ, დაბალ ტემპერატურაზე გაზქურაში მოათავსოთ. მზადაა, როცა ფერს შეიცვლის და შეწითლდება.
მაგალითად, როგორ მოვამზადოთ კურკისგან სამკურნალო ნაყენი თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭებისას – ამისთვის ერთი ავოკადოს კურკა და 200 მილიგრამი წყალია საჭირო. ერთი კურკის გახეხილი მასა კიდევ დააქუცმაცეთ ბლენდერში. ოთხად გაყავით. თითო მიღებაზე გამოიყენეთ ერთი კურკის მეოთხედი, წყალში გახსნილი. დღეში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთხელ, სჯობს, ძილის წინ. აუცილებლად დაიცავით დოზა.
რჩევები:
მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ავოკადოს განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვს ტომატთან ერთად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ პურთან (ჯობია რუხი პური) ერთად.
ავოკადოს ფოთოლი, ქერქი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, ამიტომ მათი ჭამა არ შეიძლება.
ავოკადო, როგორც წესი, ჩვენთან მკვახე შემოაქვთ. აჯობებს, თუ მის დამწიფებას დაველოდებით. ამისთვის შეახვიეთ ხილი ქაღალდის პაკეტში და ერთი–ორი დღით ბნელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე მოათავსეთ.
ავოკადომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია განსაკუთრებით მათში, ვისაც ალერგია აქვს ლატექსზე ან ციტრუსებზე.