მსოფლიო დღეს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედროს განათავსებს

Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს კიდევ რამდენიმე ათასით გაზარდოს ჯარების რაოდენობა ბელარუსთან საზღვარზე, განუცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Polskie Radio-ს.
მისი თქმით, სამინისტრო ჯარებს „ბელარუსის საზღვართან ახლოს გადასხამს აგრესორის შესაჩერებლად“, რათა მან პოლონეთზე თავდასხმა არ გაბედოს.

„საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება: 4 ათასი უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაეხმარება, ხოლო 6 ათასი რეზერვში იქნება", — აღნიშნა ბლაშჩაკმა.

მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მთავარმა კომენდანტმა ტომაშ პრაგამ ორშაბათს ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კიდევ ათასი ჯარისკაცის გადასროლა სთხოვა პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე. ამჟამად ამ საზღვარზე 2 ათასი პოლონელი ჯარისკაცი იმყოფება.
მსოფლიო დღეს
ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება: პოლონეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა.
თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებები გამოგონილია და ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების გაზრდა გაემართლებინა.