თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს სასტუმროებში მოწევასთან დაკავშირებით

ამჟამად ქვეყანაში მოწევა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ადგილზე აკრძალულია.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. რესტორნებსა და სასტუმროებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული სიგარეტისა და ვეიპის მოწევა დახურულ სივრცეებში თითქოს აკრძალული არ არის, ნათქვამია საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
ალიანსი საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ–ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს.
ალიანსის მონაცემებით, ჯგუფები თამბაქოს კომპანიის სახელით სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს ტურისტულ ზონებში არწმუნებენ, რომ ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა დახურულ შენობებში არ ვრცელდება.
დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პრაქტიკულად აღარ ეწევიან>>
ალიანსი აღნიშნავს, რომ სასტუმროებში მოწევა ნებისმიერი სახით აკრძალულია და დარღვევა ისჯება ფიზიკური პირისთვის 100 ლარიანი ჯარიმით და დაწესებულებისთვის – 500 ლარიანი ჯარიმით. ალიანსი მოუწოდებს სასტუმროებს, შეამოწმონ ყველა ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება.
პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო წესების ამოქმედება 2024 წლამდე გადაავადა>>
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.