„მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელიც შეიძლება დავარქვათ, რომ მისი (დეგნანის) თანამშრომელი რას აკეთებდა, არ იცოდა. თუ სიმართლე არის ის, რომ არ იცნობს, ეს ცუდია, თუ ჩართული იყო და არ იცის, ესეც ცუდია, თუ იცის და ხელს უწყობდა, ესეც ცუდია, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ასეთი, შეიძლება მოზომილი, მაგრამ მაინც განცხადების გაკეთება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„არ მინდა ჩვენს ურთიერთობებს რაიმე ზიანი მივაყენო ჩემი რომელიმე ფრაზით, სიტყვით, წინადადებით ან კომენტარით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი“, – აღნიშნა მდინარაძემ.