ყაზახეთის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ავიაკომპანია SCAT ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ შესრულდება.
უწყების ცნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
Wizz Air Abu Dhabi საქართველოში უფრო ხშირად იფრენს>>
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი), 2019 წელთან შედარებით (1,3 მლნ ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით. 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 178%-ია.
რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 ათასი). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.