ცირცელის სასარგებლო თვისებები

ცირცელი კლავს კიბოს უჯრედებს, აფერხებს სიბერის პროცესს, საოცარი შედეგი აქვს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, მაღალ არტერიულ წნევას, ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას.
Sputnik
ცირცელი — Sorbus aucuparia მიეკუთვნება ვარდისებრთა — Rosaceaes-ს ოჯახს. იგი უეკლო ხეა, რომლის სიმაღლე 4-6 მ-ია, იშვიათად ბუჩქის სახით გვხვდება. აქვს კენკრისებრი ნაყოფი. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. გავრცელებულია საქართველოშიც.
ცირცელის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით C, B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით.
თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C-ს, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებსა და ყვავილებში.
ცირცელი
არსებობს ცირცელის მრავალი სახეობა. მათ შორის გამოირჩევა შავნაყოფიანი ცირცელი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.
მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ შავნაყოფიანი ცირცელი წმენდს ორგანიზმს მძიმე ლითონებისა და მავნე ნივთიერებებისგან და, ამგვარად, აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ის „კლავს" ავთვისებიანი კიბოს უჯრედებს სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, თავის ტვინის, ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს.
უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო - წიწმატი
ყველა კენკროვან ხილს შორის ყველაზე მაღალი ანტიოქსიდენტურობა შავნაყოფიან ცირცელს ახასიათებს. ის აფერხებს სიბერის პროცესს და გვიცავს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან.
ცნობილია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მის ნაყოფს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად იყენებდნენ, და ამან საოცარი შედეგები გამოიღო.
კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ>>
შავნაყოფიანი ცირცელი მდიდარია ფლავონოიდებით, ანტიოქსიდანტებით, ფოლიუმის მჟავით, მიკროელემენტებით და В, С და Е ჯგუფის ვიტამინებით. ამის წყალობით მას მძლავრი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გარდა ამისა, ცირცელი ამცირებს გულის დაავადებების რისკს, კარგია ნაყოფი (თაფლთან ერთად) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდში. ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას. კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და განსაკუთრებით მარგებელია ჰიპოთირეოზის დროს.
ბოლოკი - სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე
გარდა ამისა, ეს კენკრა აუმჯობესებს საჭლის მონელების პროცესს, ამშვიდებს ტკივილს ნაწლავებში და ამცირებს სპაზმებს, კურნავს დიარეას. შველის ნაღვლის ბუშტის ანთების დროს, ასევე გამოიყენება ნაღვლის ბუშტში კენჭების შემთხვევაში, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას.
ცირცელის ნაყოფი გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების მოსაშორებლად. ნაყოფის ახლადგამოწურული წვენი კარგია ბუასილის სამკურნალოდ. ასევე ის ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას. გამოიყენება ასევე ცირცელის ხის ქერქი – მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.
ტყემალი - ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
შავნაყოფიანი ცირცელი დიდ როლს ასრულებს ჭარბი წონის დაკლებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია ექიმის რჩევა, მით უმეტეს, თუ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც იღებთ. მაგალითად, თუ ჰიპერტონიით დაავადებულმა მარწყვისა და შავნაყოფიანი ცირცელის წვენი მიირთვა, არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ, რომ მარწყვიც და ცირცელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს.