სექსუალური დანაშაული საქართველოში: რამდენი დასაჯეს?

მიმდინარე წლის სამ თვეში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში სექსუალურ ნიადაგზე ჩდენილი დანაშაულების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,12%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებული 88 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საიდანაც 52 უკვე გახსნილია. „გაუპატიურების“ მუხლით აღძრულია 27 საქმე.
კახეთში გარდაიცვალა ბებია, რომელზეც მისი შვილიშვილი ძალადობდა>>>
გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს 10 სისხლის სამართლის საქმე მუხლით „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება", ორი საქმე მუხლით „სექსუალური კავშირის იძულება", 30 საქმე „სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“), 19 საქმე კი „გარყვნილი ქმედების" მუხლით.
საანგარიშო პერიოდში სექსუალური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიეცა 74 პირი. მათგან 9 გაუპატიურების, 23 არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის, 9 კი გარყვნილი ქმედების ბრალდებით.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული.