თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ავტომობილს დაეცა, მანქანაში მყოფი მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო და სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.
მომხდარის გამო ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც.
სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე 29 მარტიდან 2 აპრილამდე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
წყარო - აჭარის ტელევიზია.