კანონპროექტმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა დადებითი ეფექტი მოიტანა სკანდალურმა კანონპროექტმა.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კანონპროექტებმა უცხოური აგენტების შესახებ, რომლებმაც საქართველოში დიდი მღელვარება გამოიწვია, თავისი საქმე გააკეთა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოებამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სამდღიანი პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, გამოიწვიეს.

„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

ასევე ყველამ შეიტყო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობენ, როგორიცაა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე არაა, აღნიშნა კობახიძემ.
„სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა ძალიან ცხადად და მკაფიოდ გაუზიარა ქართულ საზოგადოებას", – განაცხადა კობახიძემ.
და მესამე გზავნილი, რომელიც ამ კანონპროექტებს აქვს, ისაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით არასდროს შესრულდება, აღნიშნა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალურ კანონპროექტებზე - კობახიძის პასუხი>>
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.