პროფსასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იზრდება

2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი.
2022 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო.
„საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%).
სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48,8% ქალია, ხოლო 51,2% მამაკაცი.
2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.