დიდი ხანია ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი.
გვირილის შემადგენლობა
არსებობს გვირილის უამრავი სახეობა, თუმცა სამკურნალო, ანუ სააფთიაქო მხოლოდ ერთია. ესაა Matricaria chamomilla. მას იყენებენ როგორც მთლიანად, ისე მხოლოდ ყვავილს. მაგალითად, დიდი მკურნალი ავიცენა ყვავილს იყენებდა ძალების აღსადგენად და ორგანიზმის გასაძლიერებლად, ხოლო პლინიუს უფროსი მცენარის ყველა ნაწილის გამოყენებით გველის შხამის საწინააღმდეგო წამალს ამზადებდა.
ამჟამად მთლიანი მცენარის გამოყენებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. ფასეული ქიმიური ნაერთების ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვირილის ყვავილებშია. ეს ქიმიური ნაერთებია:
ამჟამად მთლიანი მცენარის გამოყენებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. ფასეული ქიმიური ნაერთების ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვირილის ყვავილებშია. ეს ქიმიური ნაერთებია:
კუმარინების ნაერთი
ბიოფლავონოიდები
პოლიინების ნაერთები
ორგანული მჟავები
ფიტოსტერინი
ვიტამინები
კაროტინები
პოლისაქარიდები
ცილოვანი, მთრიმლავი ნივთიერებები და სხვ.
შემადგენლობის 50% მოდის სესკვიტერპენოიდებზე. მშრალი ყვავილედისგან იღებენ 1%-მდე ლურჯ ეთერზეთებს და მდიდარ შემადგენლობას, რომელსაც მკვეთრი სუნი არა აქვს. გვირილის ეთერზეთი ხასიათდება ანტიჰისტამინური, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედებით.
გვირილისა და მისგან დამზადებული სამკურნალო საშუალებების შესწავლისთვის ჩატარებულმა ძირითადმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გვირილა ეფექტურია როგორც მუსკულატურის სპაზმოლიტიკი, ასევე აქვეითებს სისხლძარღვების ტონუსს და აქვს სუსტი სედატიური და ანტიდეპრესიული მოქმედება.

გვირილის ყვავილის თვისებები
ანტიბაქტერიული
ანთების საწინააღმდეგო
ნაღველმდენი მსუბუქი სედატიური
ტკივილგამაყუჩებელი
კრუნჩხვების საწინააღმდეგო
ანტიჰისტამინური
სისხლდენის შემაჩერებელი
ნაწლავური გაზების გამოყოფის შემამსუბუქებელი
მსუბუქი შემკვრელი
გვირილის ეთერზეთის სამკურნალო-პროფილაქტიკური ზემოქმედება
ანტიბაქტერიული
ოფლმდენი
გაზწარმოქმნის შემცირება
საჭმლის მონელების პროცესის სტიმულირება
სპაზმოლიტური
სისხლძარღვების გაფართოება
სედატიური
ტკივილგამაყუჩებელი
გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:
ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები
ნაღველმდენი სისტემის დაავადებები და დარღვევები
სასუნთქი სისტემის დაავადებები
კუჭის დაავადებები ლორწოვანი გარსის ანთებითი, ეროზიული დაზიანებებით (როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტადიები)
შარდმდენი სისტემის ორგანოებისა და გზების ანთება
ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი პროცესები
სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივდუალურ ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები)
ტკივილის სინდრომის დაქვეითება, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის
ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება
ტრავმები, შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმვა
მენსტრუალური ტკივილი
რესპირატორული დაავადებები
გვირილით მკურნალობის კურსი სამ თვემდე გრძელდება. მიჩვევას არ იწვევს.
გვირილას იყენებენ სხვადასხვა სახით – ჩაის, ნაყენს, ექსტრაქტს, ეთერზეთს და სხვ.
გვირილას, გარდა შინაგანი მოხმარებისა, იყენებენ ასევე გარეგანად, კერძოდ, პირის ღრუში ანთებითი პროცესებისას სავლების სახით; კანის დაზიანებებისას – დამწვრობა, მოყინვა, წყლული, ეროზია, ეგზემა, ანთებითი ხასიათის გამონაყარი, ჭრილობები. თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისას, ჰემოროიდალური (ბუასილის) კვანძების ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად, აკნეს დროს, რევმატიზმის, პოდაგრის შეტევების, გაჭიმვის, ნაღძობის, ართრიტების დროს – კომპრესების სახით. ხელისგულების მომატებული ოფლიანობისას.

გვირილის ნაყენისა და ჩაის დამზადების წესი:
გვირილის ნაყენის მომზადება:
აიღეთ 4 სუფრის კოვზი მშრალი გვირილა, დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლზე. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ (წვენი გამოწურეთ ყვავილებიდანაც). მიღებული ნაყენი არაუმეტეს ორი დღისა შეინახეთ მაცივარში.
მიღების წესი: ნახევარი ჭიქა ნაყენი მიიღეთ დღეში 2–3-ჯერ ჭამის შემდეგ. შეიძლება თაფლის დამატება.
გვირილის ჩაის მომზადება
სედატიური ეფექტის მისაღებად და მეტეორიზმის შესამსუბუქებლად გამოიყენება გვირილის ჩაი. მეტი ეფექტისთვის ჩაის სხვა მცენარეებთან ერთად ამზადებენ. მაგალითად, აიღეთ მშრალი გვირილის ყვავილები, კვლიავის თესლი და კატაბალახას ფესვები თანაფარდობით 3:5:2 (მაგალითად, 6 კოვზი გვირილა, 10 – კვლიავის თესლი და 2 – კატაბალახას ფესვი).

მცენარეების ნაზავი აურიეთ, ორ კოვზ ნაზავზე აიღეთ 400 მილიგრამი, ანუ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დაასხით მცენარეების ნაკრებს, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ (მცენარეებიც გაწურეთ). როგორც სედატიური, დამამშვიდებელი საშუალება, მიიღეთ 100 მილიგრამი (1/2 ჭიქა) დილით და საღამოს საათებში.
ძალზე ეფექტურია გვირილის აბაზანები კანის დაავადებების, კრუნჩხვების, უძილობის, შფოთვის, ფეხების შესიების დროს. აბაზანისთვის უნდა გამოიყენოთ მცენარე მთლიანად, ფესვების ჩათვლით. 500 გრამს დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ამ მდგომარეობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ აბაზანაში წყალს. თითო აბაზანის ხანგრძლივობაა 30 წუთი, კურსი – ორი კვირა, დღეგამოშვებით.
გვირილას აქტიურად იყენებენ კოსმეტიკაში.ის შედის ლოსიონების, კრემების, შამპუნების შემადგენლობაში. სახლის პირობებში გვირილის ნაყენი და ნახარში გამოიყენება კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ, ანთებითი პროცესების შესამცირებლად, თმის სიმაგრისა და მისთვის ბრწყინვალების მისაცემად, ქერტლის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში გვირილასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა მცენარეებიც, მაგალითად, მუხის ქერქი, ლიმონის წვენი, თაფლი, ქრისტესისხლა, მცენარეული ზეთი, კვერცხის გული და სხვა (შეარჩიეთ იმის მიხედვით, თუ რა ეფექტის მიღება გსურთ).

გვირილის მიღებას, შესაძლოა, მოჰყვეს უკუეფექტი:
პირღებინება, პირღებინების შეგრძნება, არტერიული წნევის მატება, შინაგანი სისხლდენა, ალერგიული რეაქციები. გარეგანი მოხმარებისას შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი, ქავილი, ადგილობრივი ჰიპერემია, შეშუპება. ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში გვირილის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ.
ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ გვირილის ნაყენი ჩასახვის ალბათობას ზრდის. მაგრამ გინეკოლოგები საწინააღმდეგო აზრისა არიან – ჩასახვისთვის საუკეთესო პირობები ჩვეული მიკროფლორაა.
ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ გვირილის ნაყენი ჩასახვის ალბათობას ზრდის. მაგრამ გინეკოლოგები საწინააღმდეგო აზრისა არიან – ჩასახვისთვის საუკეთესო პირობები ჩვეული მიკროფლორაა.