პოლიცია თხილამურებით და არა მხოლოდ - „ბაკურიანი 2023“-ის სტუმრები საიმედო ხელში არიან

საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
საქართველო ასეთ მასშტაბურ ზამთრის სპორტულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ბაკურიანში ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ბაკურიანში ჩემპიონატის პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი უზრუნველყოფს – სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საქართველოს შსს-მ ბაკურიანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ მართლწესრიგის, საგზაო მოძრაობის წესების, მონაწილეების, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების დაცვას.
რამდენი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში ბაკურიანში>>
მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
კრიმინალური პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
საქართველოს შსს-მ ბაკურიანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ბაკურიანში ასევე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს