თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში, რომელიც ანკარაში მდებარეობს, ასევე გენერალურმა საკონსულოებმა სტამბულსა და ტრაპიზონში, ქვეყანაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ აამოქმედეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 912 ადამიანი, დაშავდა - 5.385. გადაარჩინეს 2.470 ადამიანი. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც, სადაც დაიღუპა 326 და დაშავდა 1.042 ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
საქართველოს საელჩო ანკარაში: +905336903040; +905392208280
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში: +905418184400
საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში: +905413262226
ამას გარდა, საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.