თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქალთა №5 დაწესებულებაში ქართველ და უცხოელ მსჯავრდებულთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
© Special Penitentiary Service of Georgia
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.
სპეციალურად საახალწლო კონცერტისთვის შეიქმნა მსჯავრდებულთაგან დაკომპლექტებული ანსამბლი. ღონისძიებისთვის 50-მდე ქალი მსჯავრდებული რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა: დგამდნენ ნომრებს, კერავდნენ კოსტიუმებს, ქმნიდნენ სასცენო დეკორაციებს. კონცერტზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო თეატრალიზებული სცენები.
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
© Special Penitentiary Service of Georgia
ღონისძიებას საპატრიარქოს წარმომადგენლები და მსახიობი პაატა გულიაშვილი დაესწრნენ. მსახიობმა მსჯავრდებულებთან ერთად მუსიკალური ნომერი შეასრულა და მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
© Special Penitentiary Service of Georgia
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.