თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად, რომლებიც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება.
საუბარია გრიფით „საიდუმლო“ მასალებზე, რომლებიც დელავერში მდებარე ბაიდენის სახლსა და ასევე მის ოფისში იპოვეს Penn-Biden Cеnter-ის ანალიტიკურ ცენტრში.
სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური გახდა, მერილენდის ყოფილი ფედერალური პროკურორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაინიშნა. 2021 წლიდან ჰური კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწევა ვაშინგტონში.
„ეს დანიშვნა ხაზს უსვამს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებას, იყოს პასუხისმგებელი განსაკუთრებით დელიკატურ საკითხებში და ასევე იმას, რომ ის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტებისა და კანონის საფუძველზე იღებს“, — განმარტა გარლანდმა.
თეთრი სახლის განცხადებით, ის მზად არის სპეცპროკურორის ოფისთან ყოველმხრივი თანამშრომლობისთვის.
ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო მასალების კიდევ ერთი პარტია იპოვეს
გარლანდის თქმით, იუსტიციის სამინისტროს თავადაც შეუძლია ამ გამოძიების ჩატარება, მაგრამ „საგანგებო ვითარება ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს“.
გარლანდის თქმით, იუსტიციის სამინისტროს თავადაც შეუძლია ამ გამოძიების ჩატარება, მაგრამ „საგანგებო ვითარება ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს“.
როგორც მანამდე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტები მის პირად ქაღალდებს შეერია.