წვენი, რომელიც მუცლის ცხიმს რამდენიმე კვირაში აქრობს: დადგინდა მეცნიერულად

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ვისცერალური ცხიმი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მუცლის სიღრმეში გროვდება და ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დიაბეტი თუ დემენცია. საბედნიეროდ, არსებობს სასმელი, რომელიც საშიში ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, ვისცერალური ცხიმი ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ორგანიზმში ქსოვილების ანთებას იწვევს.
როგორც სამეცნიერო გამოცემა Journal of Oleo Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, ჯანმრთელობისთვის საშიშ ცხიმს ძალიან ეფექტურად წვავს ვაშლის წვენი, რასაც სულ რამდენიმე კვირა სჭირდება.
არ გამოტოვოთ: წითელი, ყვითელი თუ მწვანე - რომელი ვაშლია ყველაზე მარგებელი
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა, რა გავლენას ახდენს ვაშლში შემავალი პოლიფენოლები სხვადასხვა წონის ადამიანებზე. კვლევაში 124 პირი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი პოლიფენოლებიანი ვაშლის წვენს სვამდა 12 კვირის განმავლობაში — ყოველდღიურად 600 მილიგრამის ოდენობით, მეორე კი — უპოლიფენოლო წვენს, ანუ ერთგვარ პლაცებოს.
ექსპერიმენტის დაწყებიდან რვა კვირის შემდეგ მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ პირველი ჯგუფის წევრებში ვისცერალური ცხიმის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ეს ეფექტი მხოლოდ მათში შეინიშნებოდა, ვისაც კვლევის დაწყებამდე დიდი რაოდენობით „მუცლის ქონი“ ჰქონდა. ხოლო იმ მონაწილეებს, რომლებსაც კვლევაში ჩართვამდე ვისცერალური ცხიმის ნორმალური ოდენობა აღენიშნებოდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენიათ.
არ გამოტოვოთ: როგორ დავიწიოთ წნევა ვაშლის ძმრით სწრაფად - ბრიტანელი მედიკოსების რჩევა
რაც შეეხება მეორე ჯგუფის წევრებს, რომლებიც უპოლიფენოლო წვენს იღებდნენ, მათ ვისცერალური ცხიმი არ შემცირებიათ — არცერთ წონით კატეგორიაში.
მეცნიერების თქმით, იმ ჯგუფის არცერთ წევრს, რომელიც პოლიფენოლიან ვაშლის წვენს იღებდა, არანაირი კლინიკური პრობლემები არ გამოვლენიათ, რაც მათი სისხლის ანალიზითა და ფიზიკური კვლევებით დადასტურდა.