ასეთ დღეებში, რომელსაც სხვაგვარად ძალის დღეებს უწოდებენ, იღბლისა და წარმატების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდები, რათა მეტს მივაღწიოთ და იღბალი ხელიდან არ გავუშვათ.
სარკისებრი თარიღები
სარკისებრი თარიღები წლის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ დღეებად შეიძლება მივიჩნიოთ. 2022 წელს ასეთი დღე 13 იყო, 2023 წელს კი 12 იქნება. კერძოდ:
1 იანვარი
2 თებერვალი
3 მარტი
4 აპრილი
5 მაისი
6 ივნისი
7 ივლისი
8 აგვისტო
9 სექტემბერი
10 ოქტომბერი
11 ნოემბერი
12 დეკემბერი
დღეღამტოლობა და მზებუდობა 2023 წელს
დღეღამტოლობა 20 მარტს ჰარმონიული და პოზიტიური დღე იქნება. გარშემო სივრცე ჰარმონიითა და სიყვარულით, სითბოთი და სიმშვიდით აღივსება. იგივე ეხება 23 სექტემბრის დღეღამტოლობას. ეს ორი დღე ნეგატივისგან გაწმენდაში დაგვეხმარება.
ზაფხულის მზებუდობა 21 ივნისს დადგება, რომელსაც ასტროლოგები ზაფხულის და მთლიანად წლის საუკეთესო დღეს უწოდებენ. ამ დღეს იქნება მომატებული პროდუქტიულობა, გველოდება ამაღლებული განწყობა.
ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს ასევე ძალზე ხელსაყრელი დღე იქნება. მზე მართვის სადავეებს მთვარეს (მზარდი მთვარე ვერძის ნიშანში) დაუთმობს. ადამიანებში გაიზრდება ოპტიმიზმი. ყველაზე ხანმოკლე დღის მიუხედავად, მაინც უძლიერესი და ენერგეტიკულად ნათელი დღე იქნება.
პლანეტების რეტროგრადულობისგან გათავისუფლების დღეები
როდესაც რომელიმე პლანეტა რეტრო-ფაზას ასრულებს და პირდაპირ სვლას იწყებს, ამ დროს პოზიტიური ენერგიის გამოყოფა ხდება.
მერკური რეტროსვლას შეწყვეტს 18 იანვარს, 15 მაისს, 15 სექტემბერს. ეს იდეალური დღეები იქნება საქმიანი თუ რომანტიკული ურთიერთობების, შოპინგის, მუშაობისა და მგზავრობისთვის.
ვენერა რეტროგრადულობისგან გათავისუფლდება 4 სექტემბერს. შესანიშნავი დღეა სპორტის, მუშაობისთვის, დროის ოჯახთან გასატარებლად და სახლის საქმეების გასაკეთებლად.
მარსი რეტრო-ფაზას 12 იანვარს შეწყვეტს. წითელი პლანეტა ამ დღეს ძალიან ხელსაყრელს გახდის, რადგან ადამიანებს თავისუფლად ამოსუნთქვის, ძალების მოკრებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების საშუალებას მისცემს.
წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს იუპიტერი – ეს ნეგატიური მოგონებებისგან გათავისუფლებისთვის საუკეთესო დღე აღმოჩნდება.
სატურნი სწორი მიმართულებით სვლას დაიწყებს 4 ნოემბერს. ეს დღე მაქსიმალურად ხელსაყრელია ტოქსიკური ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად.
ინტუიცია მომძლავრდება 22 იანვარს, როდესაც რეტრო-ფაზას დაასრულებს ურანი. ეს ინტელექტუალური „აღმაფრენის“ დღე იქნება.
ნეპტუნი პირდაპირ სვლას 6 დეკემბერს დაიწყებს. ეს საუკეთესო დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლისთვის.
პლუტონი ძალზე ძლიერი გახდება 11 ოქტომბერს, როდესაც ეს შორეული პლანეტა რეგროგრადულობისგან გათავისუფლდება. ამ დღეს ბევრს მოემატება თავდაჯერებულობა.
პლანეტების გადასვლა ზოდიაქოს ხელსაყრელ ნიშნებში
მერკურისთვის ძალზე ხელსაყრელია შემდეგი თარიღები: 11 თებერვალი, 11 ივნისი, 11 ივლისი, 28 ივლისი, 5 ოქტომბერი, 10 ნოემბერი, 1 დეკემბერი. საუკეთესო დღეებია საქმიანობის, მოგზაურობის, ურთიერთობების, ახალი ცოდნის მიღებისთვის.
ვენერას გადასვლის ხელსაყრელი დღეებია: 27 იანვარი, 16 მარტი, 7 მაისი, 8 ნოემბერი. ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დრო დაუთმეთ რომანტიკას, სიყვარულს, ოჯახს, სახლის საქმეებს.
მარსის გადასვლის ხელსაყრელი დღეები: 20 მაისი, 12 ოქტომბერი, 24 ნოემბერი. ამ დღეებში კარგი იქნება, თუ ბევრს იმუშავებთ და ნაკლებად იზარმაცებთ.
სატურნისთვის ძალის დღეა 7 მარტი, როდესაც ის თევზების ნიშანში გადავა. გაძლიერდება ინტუიცია, მოიმატებს ენერგია.