მსოფლიო დღეს

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება"
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან, აცნობეს РИА Новости-ს თურქეთის ლიდერის კანცელარიაში.
„საუბრისას განიხილებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ენერგეტიკა, ასევე შეფასდა რეგიონული საკითხები, მარცვლეულის დერეფნისა და ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით“, - განაცხადეს მათ.
ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის ფუნდამენტური შეფასებები გაანდო.
კანცელარიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ „ერთობლივი ძალისხმევით, 13 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მიეწოდა გაჭირვებულებს და რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის ეტაპობრივ ჩართვაზე ექსპორტში.
მარცვლეულის გარიგება 120 დღით გახანგრძლივდა - ერდოღანი მადლობას იხდის >>
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება"
მან ასევე დასძინა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის საქმიანობის და თურქეთზე „ტერორისტული თავდასხმების“ კონტექსტში „მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ტერორისტებისგან საზღვრის გაწმენდა მინიმუმ 30 კილომეტრის სიღრმეზე საზღვრიდან, 2019 წლის სოჭის მემორანდუმის შესაბამისად“.