დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ნოემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 28 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
თუ გინდათ, დღემ მშვიდად და ჰარმონიულად ჩაიაროს, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეებს. ჯობია, ეს სიზარმაცედ ჩაგეთვალოთ, ვიდრე გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ. კარგი დღეა დასვენებისთვის, ძალების აღდგენისთვის, რომელსაც უკვე შემდეგ დღეს დიდი ეფექტურობით გამოიყენებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ნოემბერი>>
ვერძი: სიურპრიზების დღეა. ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება, მოვლენები მოულოდნელი კუთხით განვითარდება. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც გეგმავდით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზები შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ეს დღე თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: დღეს შეიძლება წააწყდეთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა გარშემომყოფების ზედაპირულობა და უზრუნველობა. ადამიანები თქვენ ირგვლივ ძალზე მსუბუქად უყურებენ სერიოზულ საკითხებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარების შეცვლა ან ვინმეს გადარწმუნება შეძლოთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, ესაა გააკონტროლოთ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით აღიჭურვოთ.
ტყუპი: დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელი დღე გექნებათ შეგრძნება, რომ სულ სადღაც გაგვიანდებათ, რომ გარბიხართ, მაგრამ ვერ ასწრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს პროექტის ჩაბარების ვადებს, ან სასიყვარულო პაემანზე დაგვიანებას, ჩვეულებრივ ან საქმიან შეხვედრას, ან, უბრალოდ, სახლში თავსაყრელ საქმეებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი, სულ ცოტაც, და ყველაფერს მორჩებით, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება – დღეს, როგორც ჩანს, ბოლო არაფერს არ უჩანს...
კირჩხიბი: ჭეშმარიტება კამათში იბადება. მაგრამ დღეს თქვენ შემთხვევაში კამათში ჭეშმარიტების გარდა ყველაფერი შეიძლება დაიბადოს. კამათის ატმოსფერო კი შეიძლება ისე დაძაბოთ, რომ უბრალო საქმეებისთვის არ შემოგრჩებათ ძალა. ირგვლივ მყოფები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, რომ რამე დისპუტში ჩაებათ, მაგრამ ნამდილად არ ღირს ამის გაკეთება – თუ სიტუაცია გამწვავდა და კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მერე დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ ამის გამოსასწორებლად.
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები
ლომი: დღეს მეტი ყურადღება და სისწრაფე გჭირდებათ – არაა გამორიცხული, რომ ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ. შემდეგ კი მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული: თუ მშვიდად შეეგუებით დათმობას, შეიძლება, მომავალში ინანოთ. ამიტომ ჯობია, არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. მზად იყავით, რომ კონკურენტებს „მაგრად“ დაუდგეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მრავლისმთქმელი მოქმედებები და სიტყვები საკმარისი არ იქნება.
ქალწული: შრომის განწყობა არა გაქვთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალ–ღონე გამოგეცალათ, სასწრაფო საქმეებსაც კი უღიმღამოდ გააკეთებთ. თქვენი დევიზი გახდება: „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ზეგაც შეიძლება“. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მოდუნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დღეს მაინც არაპროდუქტიული იქნებით, დასვენება კი ნამდვილად წაგადგებათ.
სასწორი: ადვილი არ იქნება ცხოვრების ნორმალურ რიტმზე აყოლა, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობაზე რომ დადგეთ, იქნებ სცადოთ დილით კონტრასტული შხაპის მიღება, ცოტა ხნით მაინც მაჟორული, გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ და დღის სწორ ტემპს მოგცემთ. იქნებით ენერგიული, მიზანსწრაფული და პოზიტიური.
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს საქმიანობისას ბოლომდე გააჭიანურებთ, სანამ რომელიმე ამოცანის გადაჭრას შეუდგებით, და როდესაც ბოლოს და ბოლოს, მის რეალიზაციას დაიწყებთ, იმაზე მეტი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე მას სხვა დროს მოანდომებდით. დიდი ალბათობით, მოიფიქრებთ რამე მიზეზს და ამ საქმეს გადადებთ – ეს სწორიც იქნება, რადგან სხვა დღეს ამ ამოცანას უფრო იოლად გაართმევთ თავს.
მშვილდოსანი: დღეს, დიდი ალბათობით, საკუთარი თამაშის წამოწყება მოგიწევთ ისე, რომ სხვებს საქმის კურსში არ ჩააყენებთ. ვითარებამ, შესაძლოა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების დაცვა მოგთხოვოთ. აქედან გამომდინარე, სხვების ინტერესები, ბუნებრივია, ავტომატურად მეორე პლანზე გადავა. რადგან ასეა, სჯობს, ეს დღე იმისთვის გამოიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ. მთავარია, თქვენი თამაში დელიკატური და დახვეწილი იყოს, რომ ჭორებისა და ინტრიგების დონეზე არ დავიდეს.
თხის რქა: მთელი დღე, შესაძლოა, გამდიდრებასთან დაკავშირებით ოცნების კოშკები აგოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში არ უნდა იჩქაროთ – ჯერ იდეებს „დაღვინება“ აცადეთ. როგორც ჩანს, თქვენი სურვილი, რომ მილიონერთა (თუ მილიარდერთა არა) სიაში ჩაეწეროთ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ძალიან შორსაა რეალობისგან.
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
მერწყული: დღეს საუკეთესო რეჟიმი თქვენთვის საგანგებო და კრიტიკული ვითარება იქნება. მართალია, ამას თვითონ ვერ გააკეთებთ. მაგრამ თუ ეს რეჟიმი სამსახურში ან სახლში დადგა, შეძლებთ ყველა ფარული ნიჭის გამოვლენას და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსთან შესანიშნავად გამკლავებას. თუ სიტუაცია თქვენგან შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას არ მოითხოვს, მაშინ დღე აბსოლუტურად მშვიდად ჩაივლის – ასეთი უცნაური დღე გელოდებათ.
თევზები: დღეს რამის დაკარგვის რისკი არსებობს. ეს შეიძლება სულ უბრალო ნივთს ეხებოდეს, მაგალითად, მაგიდიდან იდუმალ ვითარებაში გამქრალ კალამს, მაგრამ ასევე უფრო სერიოზულ რამესაც, მაგალითად, ხელიდან გაშვებულ სარგებელს ან რეპუტაციას. უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, საჭიროა მთელი ყურადღება მოიკრიბოთ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ხართ ამისთვის განწყობილი.