დღეს 2022 წლის 16 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეებისთვის. წინა პლანზე გამოვა ოცნებები, ფანტაზია, ხოლო სამუშაო მომენტებზე ყურადღების გამახვილება გართულდება, გაიზრდება შეცდომების დაშვების რისკი. სამაგიეროდ, იდეალური დღეა ურთიერთობების, სასიამოვნო ნაცნობობისთვის. უბრალო ყოფითი მომენტებიც კი, როგორიცაა გასეირნება, მეგობრებთან ყავის დალევა, გემრიელი საკვები - სიხარულს მოგანიჭებთ.
ვერძი: დღეს ორატორული ნიჭის წყალობით დიდი სირთულე არ იქნება გარშემომყოფების დარწმუნება თქვენს სიმართლეში ან რამე ავანტიურულ იდეაში. ხანდახან აზვიადებთ რაღაცას, აკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, მაგრამ თქვენი იდეები სწორედ თავისი ფანტასტიკურობით იქნება მომხიბლავი.
კური: დღეს შეიძლება საკმაოდ ღირებული იდეები მოგივიდეთ, მაგრამ ვარსკვლავები მათ განხორციელებას არ გირჩევენ, ასევე არ გირჩევენ მათ დავიწყებას - ამისთვის შესაფერისი დრო მოგვიანებით შეიძლება დადგეს. შესაძლოა, ერთ დღეს მიუბრუნდეთ ამ იდეებს და ყველაფერი კარგად დაგეგმოთ.
ტყუპი: ემოციებით სავსე დღეა. ერთ წუთს რომ გაიცინებთ, მეორე წუთს შეიძლება ცრემლი წამოგივიდეთ. ეს რთული ასატანი იქნება გარშემომყოფებისთვის, რადგან ემოციები შეიძლება მათ „ტყავზე გამოსცადოთ“. თუ თავს ხელში აიყვანთ, ემოციები შეგიძლიათ იარაღად აქციოთ და მიზნებს მიაღწიოთ.
კირჩხიბი: ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით ფინანსურ თემებში. შესაძლოა, რაღაც საკითხის გადასაწყვეტად ინფორმაცია არ გყოფნიდეთ. რეპუტაცია და საფულე რომ არ დააზარალოთ, არ შეეჭიდოთ ისეთ საქმეს, რომელიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. რისკი არსებობს მარტივ საკითხებშიც.
ლომი: არ ღირს არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა, რადგან შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ. სწორედ ამიტომ უნდა დაიცადოთ ერთი–ორი დღე და შემდეგ იმოქმედოთ. დანარჩენს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი დღეა, შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით.
ქალწული: ყველანაირად უნდა ეცადოთ და მტკიცედ იდგეთ, რათა გარშემომყოფებმა დამატებითი სამუშაოთი არ დაგტვირთონ. ხელმძღვანელობას ან კოლეგებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ თქვენთვის სხვა ვალდებულებების დაკისრებაც შეიძლება. მოამზადეთ თავაზიანი სიტყვები და თქვით„არა".
სასწორი: შეიძლება ცდუნების წინაშე დადგეთ– რამე წინადადება შემოგთავაზონ, ან საწინააღმდეგო სქესის სიმპათიურ წარმომადგენელს შეხვდეთ, ან მოგინდეთ, რამე აკრძალულს „გაჰკრათ კბილი". ყველაფერი აწონ–დაწონეთ, იქნებ, ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი რამაა დამოკიდებული?
მორიელი: ვითარებამ თქვენგან, შესაძლოა, პროფესიონალიზმის მთელი მასშტაბით ჩვენება მოითხოვოს სხვადასხვა საკითხში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის ან საკუთარი თავისთვის თქვენი კომპეტენტურობის დამტკიცება. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამის ძალა შეგწევთ.
მშვილდოსანი: სულიერი ჰარმონიის დღეა. საქმეები იოლად გამოგივათ, ზოგი პრობლემა თავისთავად გადაწყდება. გაქვთ „მზიანი" გაწყობა, რომელიც ირგვლივ მყოფებსაც „გადაედება". შესანიშნავი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ ყველას მონუსხვა თქვენი მომხიბვლელობით.
თხის რქა: თქვენი წარმატების გარანტი სიფრთხილეა. დღეს არ გამოირჩევით სწრაფი რეაქციითა და მოხერხებულობით, რათა სიტუაციაში თავდაჯერებულად გაერკვეთ. არაა გამორიცხული, ვინმემ ამით ისარგებლოს და ინიციატივა ხელში ჩაიგდოს. იყავით ყურადღებით და მოერიდეთ საეჭვო სქემებს.
მერწყული: ჰარმონიისა და სიყვარულის დღეა. სიხარულის განცდა გექნებათ მიუხედავად იმისა, გაქვთ ამის საბაბი თუ არა. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მარტოხელებს ბედმა რომანტიკული სიურპრიზი მოგიმზადოთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ.
თევზები: საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ დრო საყვარელ ადამიანთან, ახლობლებთან ერთად გაატაროთ. შეგიძლიათ იშოპინგოთ, მიიღოთ სურნელოვანი აბაზანა. რაც შეეხება მუშაობას, დღეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე გამოგივიდეთ. ამიტომ უბრალოდ დატკბით ცხოვრებით.