დღეს 2022 წლის 13 ნოემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ძალზე პროდუქტიული დღეა და საცოდაობა იქნება ამ შესაძლებლობების არგამოყენება. ვარსკვლავები დაგაჯილდოებთ მიზანსწრაფულობით, ნებისყოფით, მახვილი გონებით. ერთი პრობლემა ისაა, რომ ყველას ხელმძღვანელობის სურვილი ექნება, რის გამოც არაა გამორიცხული კამათი, დაპირისპირება და გაუგებრობები.
ვერძი: დღეს ემოციებითა და სულიერი ურთიერთობებით სავსე დღე გელოდებათ. დაუთმეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ახლობლებთან უბრალო დროის გატარებაც კი მძლავრი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თუ ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება გსურთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. არ გადადოთ ეს საუბარი და არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
კურო: დღეს საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის გამოჩენა შეგიძლიათ, მაგრამ უნდა მოერიდოთ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. დღეს იმგვარად ხართ განწყობილი, რომ ჯერ მოქმედებთ და შედეგზე მხოლოდ შემდეგ ფიქრობთ. ეს საქმეებზე არცთუ კარგად შეიძლება აისახოს. თუ გინდათ, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოთოკეთ ემოციები, მოუთმენლობა და იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
ტყუპი: დღეს წარმატებების დიდი შანსი გეძლევათ. ხართ მტკიცე, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, გამჭრიახი. ამ თვისებების წყალობით ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით, იოლად გახსნით დახლართულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს მოძებნით. იმოქმედებთ ეფექტურად და ამასთან, ეს მხოლოდ თქვენს საქმეებს კი არა, არამედ გარშემომყოფების პრობლემებსაც ეხება – მათაც დიდსულოვნად დაეხმარებით.
კირჩხიბი: დღეს უზარმაზარი, უსაზღვრო პოტენციალი გაქვთ და მთავარია, არ გაუშვათ მომენტი ხელიდან და ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობით ისარგებლოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ. ასე ბევრის მიღწევას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ – ამის ყველანაირი შანსი მოგეცემათ. თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს – ნება თქვენია. როგორც ამბობენ, „არ მინდა“, „არ შემიძლია“ მხოლოდ საბაბია და არა მიზეზი.
ლომი: განწყობა გაქვთ, რომ მთელი დღე როგორც გარეგან, ისე შინაგან სიმშვიდეში გაატაროთ. დადგა დრო, რომ გაეცალოთ მოვლენებს, რათა მათ გარედან შეხედოთ. ეს რომ შეძლოთ, სასურველია, შეწყვიტოთ აქტიური ურთიერთობები და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, სურნელოვანი აბაზანა ან თუნდაც არაფრის კეთება და დივანზე წამოგორება დაგეხმარებათ, პასუხები იპოვოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ქალწული: შესანიშნავი დღეა, სამყარო გარშემო ყველაფერთან და საკუთარ თავთან ჰარმონიას გიძღვნით. პოზიტიური განწყობის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკისთვის, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და იგრძნობთ ულევ სიხარულს, გულწრფელობასა და სიყვარულს.
სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ კარიერას ან რამე ამბიციური ამოცანის გადაჭრას მიხედოთ. ხართ ორგანიზებული, ნებისყოფიანი და შეგიძლიათ მიზნისკენ სვლა. თუ დღევანდელ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავთ, დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამთ წინ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ გარშემომყოფების იმედად ყოფნა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით მათ თქვენამდე ბევრი აკლიათ.
მორიელი: დღეს შეგიძლიათ დარწმუნდეთ ანდაზის „ზოგი ჭირი მარგებელია“ სისწორეში. არის დიდი ალბათობა, რომ რაღაც ერთი შეხედვით არახელსაყრელი ვითარება საბოლოოდ თქვენთვის გამარჯვებით შემობრუნდეს. აქედან გამომდინარე, არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს ბედმა, არცთუ პოზიტიური მოვლენის სახით, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.
მშვილდოსანი: უზარმაზარი შესაძლებლობების დღეა. ეს შესაძლებლობები არ არის დამოკიდებული გზაზე გაჩენილ წინაღობებთან. პირიქით, იქნებით საბრძოლველად განწყობილი და ნებისმიერი დაბრკოლება და რთული ამოცანა თქვენში აზარტს გააღვივებს. იგივე ეხება მეტოქეებსაც – ისინი სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის როლს შეასრულებენ. ასე რომ, დღეს არანაირი ბარიერი თქვენთვის საშიში არ არის.
თხის რქა: მოსალოდნელია, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ მას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, მართლაც მომგებიანი წინადადება იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არაა გამორიცხული. ამის გასაგებად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.
მერწყული: საქმეებს ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მიუდგეთ. ეს განსაკუთრებით ეხება ყოფით საკითხებს, წვრილმანებს. წარმოიდგინეთ, რა დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას, თუ ყველაფრის უმცირესი შეცდომის გარეშე გაკეთებას მოინდომებთ, არადა დღეს ყველაზე პატარა შეცდომასაც კი თქვენი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. ამის გამოსწორება ადვილია – შეხედეთ თქვენს თავს გარედან და არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა.
თევზები: ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქარი, ფულის მოულოდნელი მიღება. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს ურთიერთობებია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის გამო, შესაძლოა, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გააფუჭოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეშურდეს. ეცადეთ, მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.