დღეს 2022 წლის 6 ნოემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ არ იჩქაროთ. საჭირო შედეგს სწრაფად ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ არ გაჩერდებით და ფარ–ხმალს არ დაყრით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დაისვენეთ, გაერთეთ.
ვერძი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. შეიძლება რთული თემების განხილვა, მათ შორის ისეთების, რომლებზეც მანამდე უთანხმოება გქონდათ. შეძლებთ საჭირო სიტყვების პოვნას, ახლობლებთან და ახალ ნაცნობებთან სწრაფად შეთანხმებას. შესაძლებელია თანხის მიღება. ფინანსური საკითხები, რომლებიც გაღელვებდათ, კარგად გადაწყდება.
კურო: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ ადგილები, რომელთა შესახებ ბევრი გსმენიათ, დაესწროთ უჩვეულო ღონისძიებას, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ეს დრო არახელსაყრელია სერიოზული საქმეების ან ფიზიკური დატვირთვისთვის.
ტყუპი: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. დღის პირველ ნახევარში ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ არ აჰყვეთ ცუდ განწყობას. ყურადღება გადაიტანეთ საქმეებზე, სადაც წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარი იღბლიანია. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება დიდი ხნის ოცნება აუხდეს. კარგი იქნება ინიციატივის გამოვლენა პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბი: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად. მათ ადვილად გაუმკლავდებით. დაგეხმარებათ ინტუიცია. გამოგადგებათ ცოტა ხნის წინ მიღებული ინფორმაცია, ასევე იმ ადამიანების რჩევები, რომლებიც კარგად გიცნობენ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომლითაც ლამაზ სასიყვარულო ისტორიას დაედება სათავე.
ლომი: რთული იქნება, რომ კამათში არ ჩაებათ, მაგრამ მაინც შეეცდებით ამას. ნამდვილი გამოცდა შეიძლება გახდეს ეს დღე მათთვის, ვინც მიჩვეულია თავისი თვალსაზრისის დაცვას და არ არის მზად, კომპრომისებზე წავიდეს. გაითვალისწინეთ, თუ თქვენს მოსაზრებას უხეშად დაიცავთ, შემდეგ ურთიერთობების აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ. დღე მიესადაგება არცთუ რთული, ნაცნობი საქმეების გაკეთებას.
ქალწული: რთული დილა გელოდებათ. აჯობებს, თუ ამ დროისთვის განსაკუთრებულს არაფერს დაგეგმავთ – დაისვენეთ და სასიამოვნო საქმეები გააკეთეთ, შეხვდით მეგობრებს. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი და ნაყოფიერი იქნება. შესაძლებელია რთული საკითხების გადაჭრა. ერთადერთი სფერო, სადაც ფრთხილად უნდა იყოთ, ეს ფინანსებია.
სასწორი: იღბლიანი დღეა. კარგი იქნება, თუ დაგროვებულ საქმეებს მოაგვარებთ. ასე შეძლებთ ახალ საქმეზე გადასვლას. სწრაფად გაერკვევით არაერთმნიშვნელოვან ვითარებაში და ადვილად იპოვით მოკლე გზას მიზნისკენ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ადვილად დაუმეგობრდებით ადამიანებს, მათზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მორიელი: სასიამოვნო დღე გელოდებათ. რაღაც მოულოდნელმა მოვლენამ, შესაძლოა, თქვენი გეგმები ჩაშალოს და საქმეების გადადება მოგიწიოთ, მაგრამ ეს არ გაგანაწყენებთ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ, ისწავლოთ, ურთიერთობა გქონდეთ უჩვეულო ადამიანებთან. ფულთან დაკავშირებულ საქმეებში დღეს გაგიმართლებთ.
მშვილდოსანი: ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. უბრალო შენიშვნასაც მძაფრად განიცდით, ნერვიულობთ უაზრო წვრილმანების გამო. დიდი ალბათობით, რთული იქნება უსიამოვნო საუბრების თავიდან არიდება. სამაგიეროდ, კარგი დღეა მგზავრობის, სეირნობისთვის. გარემოს გამოცვლა წაგადგებათ, ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ.
თხის რქა: სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ ირგვლივ მყოფებთან უთანხმოებების თავიდან აცილებას. შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები თქვენი მოთმინების გამოცდას აწყობენ. მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის – მალე მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ურთიერთობებში ბზარი არ გაჩნდეს. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით.
მერწყული: სასიხარულო დღეა. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. შეიძლება გადაწყდეს საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. მალე გაუმკლავდებით დაგროვებულ საქმეებს. ჩვეულებრივზე ხშირად შეიძლება აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში და ეს გესიამოვნებათ. არაა გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა, რომლითაც სათავე დაედება საოცარ მეგობრობას.
თევზები: ძალიან იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც თქვენ გვერდითაა – იზრუნებთ, რომ ამ ადამიანებს ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდეთ. ასევე გეყოფათ დროცა და ენერგიაც საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, იქ ჯანსაღ მარცვალს დაინახავთ.