დღეს 2022 წლის 3 ნოემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
საუკეთესო დღეა ჩანაფიქრის რეალიზაციისა და საქმიანობის შუალედური შეჯამებისთვის. ვინც გულხელდაკრეფილი არ იყო და მიზნისკენ ჯიუტად მიიწევდა, შეძლებს მიღწეულის ლოგიკურად შეფასებას. თუ შედეგები ჯერ არ გაქვთ, მაშინ დაფიქრდით, სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა.
ვერძი: თქვენი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება დანარჩენების შეხედულებებისგან. თქვენთვის გაუგებარი და საეჭვო იქნება სხვების ენთუზიაზმი და ამ ენთუზიაზმის თქვენთვის „გადმოდების“ მცდელობები. სჯობს, ენერგია მხოლოდ საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე დახარჯოთ.
კურო: შეიძლება სრულიად ფანტასტიკური იდეა მოგივიდეთთავში! თითქოს ამ იდეის ხორცშესხმასრულიად შეუძლებელია. მაგრამ მოინდომებთმის რეალიზებას. ყველაფერი დანარჩენი ბანალური და მოსაწყენიმოეჩვენებათ. გუმანით ხვდებით, რომ ამ ფანტასტიკურ იდეას განხორციელებისკარგი შანსი აქვს.
ტყუპი: შეგიძლიათ საქმეებში არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენოთ. სხვებისთვის მოსაწყენ საკითხებს დიდიენთუზიაზმით გადაწყვეტთ. ჩვეულებრივი საქმიანობაც კი შემოქმედებითი მუხტით იქნება გაჯერებული. ამიტომ გამოიყენეთეს დღე იმ საქმეებისთვის, რომლებიც თქვენში ენთუზიაზმსარ აღძრავდა.
კირჩხიბი: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სხვებზე უკეთესი იყოთ. და საქმე სულაც არ ეხება ტრაბახს. ეს ყველაფერი თქვენთვის თამაშის მაგვარია, სადაც სურვილი გაქვთ არა ტრაბახის, არამედ რაღაც უკეთესის გაკეთების. და რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი, რასაც უნდა ერიდოთ, ეს აზარტული თამაშებია.
ლომი: დღეს თქვენში ნამდვილი „ოტელო“ გაიღვიძებს. მთელი დღე საყვარელი ადამიანის ნებისმიერი ქცევა საეჭვოდ მოგეჩვენებათ, ყოველ კუთხე–კუნჭულში ღალატის ნიშნებს „დაინახავთ“. ეცადეთ, მოთოკოთ ეჭვიანობა, ეს არაფერ კარგს არ მოიტანს თქვენს ურთიერთობებში.
ქალწული: თქვენიშემოქმედებითიპოტენციალი მაქსიმუმს მიაღწევს. შეგწევთ არა მარტო რთული საქმეების გაკეთება, არამედ მათი გაკეთება დიდი ხალისით. გაქვთ შანსი, გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, დაამთავროთ პროექტები და თქვენი შრომისთვის ღირსეული შედეგები მიიღოთ. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.
სასწორი: დილემის წინაშე, გინდათ თუ არ გინდათ, დღეს არ დადგებით. პირველ ადგილზე იქნება სიტყვა „საჭიროა“. ამასთან, ნებისმიერ მოვალეობას საუკეთესოდ შეასრულებთ. გამოიყენეთ ეს ენერგია იმისთვის, რომ აჩვენოთ სხვებს (ხელმძღვანელობას) თქვენი შრომისუნარიანობა და გამჭრიახობა.
მორიელი: დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წვრილმან უთანხმოებებს, დილით არ არის გამორიცხული უსიამოვნო საუბრები ახლობლებთან, თუმცა ეს თქვენს ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს. მოსალოდნელია კარგი ამბების გაგება სავარაუდოდ, სამუშაოსთან, ბიზნესთან ან სწავლასთან დაკავშირებით.
მშვილდოსანი: დღეს ძალიან ბევრ საქმეს მოასწრებთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით მიაღწევთ წარმატებებს. შესაფერისი დღეა სახლის ან ოფისის მოსაწესრიგებლად, უსარგებლო ნივთების გადასაყრელად. საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.
თხის რქა: რისკავთ, რომ საკუთარი მოუსვენრობის მსხვერპლი გახდეთ. უამრავი იდეა და გეგმა გონებას აგირევთ, დახარჯავთ ფიზიკურ და მორალურ ძალას ყველაფრის რეალიზაციის უნაყოფო მცდელობებში. ამ სცენარში ყველაზე კარგი ვარიანტია ერთი საქმის ამორჩევა და მთელი ენერგიის მასზე დახარჯვა.
მერწყული: არ აჰყვეთ სხვა ადამიანების ჯიბეში ფულის დათვლის ცდუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მთელმა დღემ ცუდად ჩაიაროს. თავი უნდა აარიდოთ ფინანსურ და ქონებრივ დავებს. უმჯობესია ენერგია სასიყვარულო თამაშებზე გადაიტანოთ: შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსი გაქვთ.
თევზები: შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა რაღაც უეცარი გრძნობაა და შეიძლება იეჭვიანოთ ყველაზე და ყველაფერზე. დამშვიდდით, ერთ-ორ დღეში ამ გრძნობის კვალი აღარ დარჩება, მაგრამ თუ ამ გრძნობას დაემორჩილებით, ბევრი რამით რისკავთ. სჯობს თქვენი ენერგია რამე პოზიტიურზე მიმართოთ.