დღეს 2022 წლის 2 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეა რუტინული სამუშაოსთვის. მნიშვნელოვან საუბრებზე, სჯობს, უარი თქვათ - ურთიერთგაგების მიღწევა და კომპრომისების მოძებნა რთული იქნება. გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან დღეს მომატებულია განაწყენების ალბათობა და სულ უბრალო ნათქვამმა, შესაძლოა, ურთიერთობების გაფუჭება, გაუგებრობები და კონფლიქტი გამოიწვიოს.
ვერძი: დღეს მთელი დღეს თქვენს სამყაროში „ჩაიკარგებით“. ამავე დროს, ეს სამყარო საკმაოდ მიმზიდველი და ფერადოვანი იქნება. ასეთ დღეებში კარგია ოცნება, შემოქმედებითი საქმიანობა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათება წიგნით ხელში... და უფრო უკეთესია, თუ თქვენს სამყაროში ვინმეს მიიწვევთ, რომ მარტო არ იგრძნოთ თავი.
კურო: დილიდან მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩაებმებით. და სულაც არაა სავალდებულო, რომ საკითხები სერიოზული და მნიშვნელოვანი იყოს. უფრო პირიქითაა მოსალოდნელი – დღეს სულ მცირე პრობლემამაც კი შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება და თან იმდენად, რომ ეს გრანდიოზულ პრობლემად მოგეჩვენოთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე უაზრობებზე ზრუნვას დაუთმოთ, ეცადეთ, მათ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.
ტყუპი: დღეს თქვენთვის საინტერესო (შესაძლოა, არცთუ მნიშვნელოვანი) საქმეები გაგიტაცებთ, და თან ისე, რომ დანარჩენი ყველაფერი დაგავიწყდდებათ. დღის ბოლო იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა გაგიტაცებთ და რა დაიპყრობს თქვენს გონებას. არის დიდი შანსი იმისა, რომ მთელი დღე უაზრო რაღაცებზე დაკარგოთ, მაგრამ თუ რამე სასარგებლოს მოკიდებთ ხელს, შესანიშნავ შედეგებს შეიძლება მიაღწიოთ.
კირჩხიბი: დღეს უდიდესი ცდუნება გექნებათ – საკუთარი თავის შეცოდება. და არა აქვს მნიშვნელობა, თუ ამისთვის სერიოზული საბაბ–მიზეზი არ გექნებათ. საკმარისია სულ მცირე წყენაც კი, რომ თქვენს სულში უზარმაზარი შავი ლაქა ამოიზარდოს. ამ მისწრაფებას თუ აჰყვებით, რისკავთ, რომ მთელი დღე პირქუში განწყობით გაატაროთ. კი, რა თქმა უნდა, ხანდახან საკუთარი თავსი შეცოდება სასიამოვნოა, მაგრამ ამ მასშტაბებით?..
ლომი: დროა, დაგროვებულ საქმეებს მიხედოთ – თქვენი შრომისუნარიანობა და აქტიურობა სათანადო დონეზეა. თქვენი გონება ჩვეულებრივზე სწრაფად და უკეთესად იმუშავებს, თან ამას ემატება ყურადღების კონცენტრირების გაძლიერებული უნარი. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ამოცანის გადაჭრა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს კი, სჯობს, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მათ თავიანთი საქმეები და ინტერესები აქვთ, თქვენ კი – თქვენი.
ქალწული: დღეს ჩვეულებრივზე ადვილად გამოგივათ საქმეები, რომლებიც გამძაფრებულ ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს. ყველაფერი, რაც შეეხება ანგარიშებს, გეგმებს, გრაფიკებსა და ა.შ. შედეგებით გაგახარებთ. რაც შეეხება ემოციებს, აქ ყველაფერი არც ისე „უღრუბლოდ" იქნება. ასევე არახელსაყრელი დროა რომანტიკისთვის – ძალზე გაღიზიანებული იქნებით, ამიტომ არ ღირს, რომ გრძნობებს დღის გაფუჭების საშუალება მისცეთ.
სასწორი: დღეს უცნაური სურვილი გექნებათ – აჩვენოთ ირგვლივ მყოფებს თქვენი შეურაცხყოფილი ღირსება. და არა აქვს მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა წყენის რეალური საფუძველი, განწყობას მაინც გაგიფუჭებთ აზრი იმის თაობაზე, რომ თქვე ნი ნიჭი დაუფასებელი დარჩა. ეცადეთ, გარშემომყოფებისთვის ამის დემონსტრირებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ. სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა.
მორიელი: დღეს აჯობებს, თუ მთელ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ და კიდევ უკეთესი იქნება, თუ – მარტო ან ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს სამწუხარო გაუგებრობები, რაც წყენის პროვოცირებას მოაწყობს. სახლის საქმეები ან კარგი წიგნი საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი ფონი შეგექმნათ და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ.
მშვილდოსანი: თქვენი დაუფიქრებელი საქციელი დღეს შეიძლება წყენებისა და კონფლიქტების წყარო გახდეს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შესაძლოა ზედმეტი ლაპარაკი ან უადგილო იუმორი გახდეს, რომელიც დღეს თქვენში „აქტიურად გაიღვიძებს“. თუ გარშემომყოფებთან კამათი, რომელიც შემდეგ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, თქვენს გეგმებში არ შედის, უნდა დააკვირდეთ სიტყვებს, რას ამბობთ. და რა თქმა უნდა, სხვისი საიდუმლოც უნდა შეინახოთ.
თხის რქა: თქვენი ფიქრები დღეს ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის ირგვლივ იტრიალებს და თან იმდენად, რომ ამაზე შეიძლება „ჩაიციკლოთ“ კიდეც. ზედმეტად რომ არ განაწყენდეთ, ეცადეთ, ნეგატიურ მომენტებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. თუნდაც ნამდვილად გაკლდეთ ფული, არ დაივიწყოთ, რომ ფული ბევრი არასდროს არის. რამდენიც არ უნდა გქონდეთ, მაინც არ გეყოფათ. და ღირს კი ამაზე ნერვიულობა?
მერწყული: რაც დღეს ნამდვილად არ აგაღელვებთ, ეს სხვისი მოსაზრებებია. იმდენად იქნებით „ჩაკარგული“ საკუთარ გეგმებში, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებას ვერც კი შეამჩნევთ. და ტყუილად: ხანდახან ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან სასარგებლო მინიშნებაც შეიძლება მიიღოთ. ზოგადად, დღეს აჯობებს, თუ არანაირ კამათში არ ჩაებმებით. წყენა ბევრი იქნება, სარგებელი კი – ნული.
თევზები: დღეს შესაძლოა, გარშემომყოფებიდან ვინმემ თქვენი თანაგრძნობის უნარით სარგებლობას სცადოს. ამ დროს კი თქვენი თანაგრძნობის უნარი ძალზე გამძაფრებულია, ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თქვენს მგრძნობიარე „სიმებზე“ თამაში. თუ არ გინდათ, რომ ვინმე „კისერზე მოგაჯდეთ“ და მისი მათრახი იგრძნოთ, ეცადეთ, უფრო კრიტიკულად შეხედოთ დახმარების თხოვნას.