თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. საფრანგეთში, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით საფრანგეთის კინომოყვარულები 29 ოქტომბრამდე ქართველი რეჟისორების შემდეგ ფილმებს ნახავენ:
„მეოთხე ბრაიტონი“ - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? - რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
„დედე“ - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - რეჟისორი ლევან აკინი;
„სანამ მამა დაბრუნდება“- რეჟისორი მარი გულბიანი;
„ფუტკრის დაცემა“ - რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი;
„ახალი წელი“ - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;
„ჩემი ტელეფონის მეხსიერება“ - რეჟისორი პაპუნა მოსიძე;
„ცისფერი მთები“ - რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„მარილი სვანეთს“ - რეჟისორი მიხელ კალატოზიშვილი;
„პირველი მერცხალი“ - რეჟისორი ნანა მჭედლიძე;
„მონანიება“ - რეჟისორი თენგიზ აბულაძე.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან: ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი.
შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი - კრისტოფ ლეპარკი.