https://sputnik-georgia.com/20221022/safrangetsi-qartuli-kinos-restrospeqtiva-gaimarteba-271570451.html
საფრანგეთში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება
საფრანგეთში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება
Sputnik საქართველო
მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება. 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T21:02+0400
2022-10-22T21:02+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/18/251821060_0:12:3073:1740_1920x0_80_0_0_f66e80d2b1ce88b91ac8419edc38e187.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. საფრანგეთში, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით საფრანგეთის კინომოყვარულები 29 ოქტომბრამდე ქართველი რეჟისორების შემდეგ ფილმებს ნახავენ:აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან: ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი.შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი - კრისტოფ ლეპარკი.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/18/251821060_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_d7a4747f9576d74f740718ecad0d12ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, ქართული კინო
საფრანგეთში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება
21:02 22.10.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.
თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. საფრანგეთში, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით საფრანგეთის კინომოყვარულები 29 ოქტომბრამდე ქართველი რეჟისორების შემდეგ ფილმებს ნახავენ:
„მეოთხე ბრაიტონი“ - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? - რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
„დედე“ - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - რეჟისორი ლევან აკინი;
„სანამ მამა დაბრუნდება“- რეჟისორი მარი გულბიანი;
„ფუტკრის დაცემა“ - რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი;
„ახალი წელი“ - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;
„ჩემი ტელეფონის მეხსიერება“ - რეჟისორი პაპუნა მოსიძე;
„ცისფერი მთები“ - რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„მარილი სვანეთს“ - რეჟისორი მიხელ კალატოზიშვილი;
„პირველი მერცხალი“ - რეჟისორი ნანა მჭედლიძე;
„მონანიება“ - რეჟისორი თენგიზ აბულაძე.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან: ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი.
შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი - კრისტოფ ლეპარკი.