ჟენშენი - სიცოცხლის ფესვი: სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები

ჟენშენი ორგანიზმს მრავალმხრივ ეხმარება, დადებითად მოქმედებს ყველა სისტემის მუშაობასა და მდგომარეობაზე, განსაკუთრებით სასარგებლოა ის მამაკაცებისთვის.
Sputnik
ჟენშენი (Panax ginseng - „სიცოცხლის ფესვი“, „ადამიანი-ფესვი“) — არალიისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე. მისი ფესვი მოყვანილობით ადამიანის სხეულს წააგავს.

საინტერესოა, რომ ჟენშენის შესახებ ლეგენდებში მცენარე თითქმის ადამიანის მსგავსად იბადება: მეხი ვარდება გამჭვირვალე წყალში და მასთან ერთად მიწაში უჩინარდება. განაყოფიერების შემდეგ ამოდის „ღვთიური ბალახი“. შემთხვევით არ მიიჩნევდნენ უძველეს დროში ჟენშენს ყველაზე სასარგებლო მცენარედ, რომელსაც შეუძლია ყველა დაავადების განკურნება და „მკვდრის გაცოცხლებაც“ კი.
ჟენშენი არ არის ფართოდ გავრცელებული მცენარე, ის მოდის ჩინეთში, კორეაში, შორეულ აღმოსავლეთში.

XVIII საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ჟენშენის ამერიკული ნაირსახეობა. ამერიკულ ჟენშენს, აზიურთან შედარებით, ნაკლები მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, ამიტომ მისი მიღება უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება.
ნიახური და მისი ჯადოსნური ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე
ჟენშენს მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების გამოყენებას თავისი წესი და რიგი აქვს.
ჟენშენი ორგანიზმს მრავალმხრივ ეხმარება, დადებითად მოქმედებს ყველა სისტემის მუშაობასა და მდგომარეობაზე. მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა ის მამაკაცების ჯანმრთელობისთვის.
ჟენშენის შემადგენლობა
ჟენშენის ფესვი შეიცავს:
ვიტამინები - В-ჯგუფის, C, PP
მიკროელემენტები: ფოსფორი, გოგირდი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ალუმინი, რკინა, სელენი (სელენიუმი), სტრონციუმი, ბარიუმი, ტიტანი, კობალტი, თუთია, სპილენძი და სხვ.
მთრიმლავი ნივთიერებები
ორგანული მჟავები
ფისები
ლერწმის შაქარი
სახამებელი
ალკალოიდები
პექტინის ნივთიერებები
ფიტოსტერინები
ეს ნივთიერებები მცენარესა და მისგან დამზადებულ პრეპარატებს სხვადასხვა თვისებას ანიჭებს, ის გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაში.
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები>>
ჟენშენი ფართოდ გამოიყენება ნერვული სისტემის დათრგუნვის დროს. ის ადამიანს ეხმარება სწრაფად გადაღლისას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გააქტიურებას, მნიშვნელოვნად ამაღლებს შრომისუნარიანობას. ამასთან, მცენარეს იყენებენ გულისა და სისხლძარღვების დაავადებისას, ის აბრკოლებს ანემიის განვითარებას, ამსუბუქებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორიცაა დიაბეტი, მალარია, ტუბერკულოზი. ჟენშენს აგრეთვე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

კოსმეტოლოგები აღნიშნავენ ჟენშენის მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნაოჭებთან ბრძოლა, კანისთვის ელასტიკურობის მინიჭება. ჟენშენის ზეთი გამოიყენება თმის მოვლისთვის. ის ასევე რეკომენდებულია აბაზანის მიღებისას. ჟენშენის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს დერმატოლოგიური პრობლემების დაძლევაში, როგორიცაა გამელოტება, ვიტილიგო, გამონაყარი და სხვ.
მიწავაშლა და მისი სასარგებლო თვისებები
მატონიზირებელი ეფექტი აქვს ჟენშენის ეთერზეთს, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც კანზე, ისე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ეს საშუალება ხშირად გამოიყენება არომათერაპიის დროს.
ჟენშენი კარგად „აკონტროლებს“ სისხლის ფორმულას, არეგულირებს მის შემადგენლობას. მისი მეშვეობით ხდება ქსოვილების სუნთქვის სტიმულაცია, გულის კუნთის ამპლიტუდის გაზრდისას მცირდება მისი კუმშვის სიხშირე. ჟენშენზე დამზადებულ საშუალებებს შეუძლია ნაღველის სეკრეციის გაუმჯობესება და ბილირუბინის (ნივთიერება ორგანიზმში, კერძოდ, ერითროციტებში) კონცენტრაციის გაზრდა.
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება – გოჯი ბერი>>

ჟენშენი ეფექტურია დიაბეტის დროს, რადგან მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაში და ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში. ის აფერხებს ზოგიერთი დაავადების წარმომშობი ბაქტერიის ზრდასა და გამრავლებას, ორგანიზმს ეხმარება დაავადების შემდეგ სწრაფად აღდგენაში.

ჟენშენის თვისებები უნიკალურია. ის სასარგებლოა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც, განსაკუთრებით მოწიფულ ასაკში, რადგან ეს მცენარე აუმჯობესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას, მატებს სიმხნევეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჟენშენის მიღება სასარგებლოა შემდეგ შემთხვევებში:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები
ფილტვების დაავადებები
სქესობრივი დისფუნქცია მამაკაცებში
ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის დარღვევები
ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა)
ნევროზები და სტრესი
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა
მაღალი ქოლესტერინი სისხლში
უმადობა
მთლიანობაში ჟენშენი შესანიშნავი საშუალებაა აქტიურობისა და ორგანიზმის დამცავი ძალების ამაღლებისთვის.
ყველაფერთან ერთად ამ მცენარიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები გამოიყენება ონკოლოგიური პროცესების სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების შექმნაში.
ჟენშენი ბუნებრივი ადაპტოგენია, ამაღლებს ამტანობასა და კოორდინაციას, ასევე დადებითად მოქმედებს რეაქციის სიჩქარეზე, ყურადღების კოორდინაციასა და მეხსიერებაზე.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო
ჟენშენი მამაკაცებისთვის
ჟენშენის ფესვი განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვის. მცენარეში შემავალი ნივთიერებები მთელი რეპროდუქციული სისტემის ფუნქციების გაუმჯობესებაზე მუშაობს. დადებითი შედეგები ჟენშენი მიღებიდან უკვე ორ თვეში აღინიშნება.
სქესობრივი ფუნქციის გაძლიერება
სპერმატოზოიდების მოძრაობის გაზრდა
პროფილაქტიკა და წარმატებული ბრძოლა დაავადებების წინააღმდეგ, რომლების აუარესებენ ერექტილურ ფუნქციას
ლიბიდოს ამაღლება
ჟენშენის სწორი გამოყენების შემთხვევაში ის დადებითად მოქმედებს მამაკაცის მთელ ორგანიზმზე. აბრუნებს სქესობრივ ძალას, ამასთან, მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, ამიტომ გადაღლა და სტრესი ასევე უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და პოტენციის გაუარესებაზეც აისახება, რადგან ირღვევა ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობა. მამაკაცების სქესობრივ ფუნქციაზე შაქრიანი დიაბეტი, არტერიული წნევის მუდმივი ცვალებადობა და სხვა ქრონიკული ხასიათის დაავადებებიც მოქმედებს.
ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები
ჟენშენი ლიბიდოს მძლავრი სტიმულატორია. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ეს მცენარე, აფართოებს სისხლძარღვებს, ეს, შესაბამისად, დადებითად მოქმედებს სქესობრივ ფუნქციაზე და ერექციის ხარისხზე, აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობას, ხდება სქესობრივი ჯირკვლების სტიმულაცია. ხოლო ცოტაოდენი დამამშვიდებელი ეფექტი ამცირებს ორგანიზმის მგრძნობიარობას სტრესის მიმართ, რაც საჭირო მომენტში მოდუნების საშუალებას იძლევა.
ჟენშენის მიღებისას საჭიროა წესების დაცვა, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ.
ჟენშენის გამოყენების წესები
კატეგორიულად არ შეიძლება ჟენშენის მიღება, როცა არსებობს:
მწვავე ანთებითი პროცესები
ინფექციური დაავადებების გამწვავება
ჰიპერტონია, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება
ქალაშიდა წნევა
ნებისმიერი დაავადება გამწვავებული ფორმით, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება, ჩირქოვანი პროცესები და აბსცესები
ბაზედოვის დაავადება (ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით)
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია
კრუნჩხვები ნერვულ-ფსიქიკური დაავადების ფონზე
12 წლამდე
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ჟენშენის საფუძველზე მიღებული საშუალებები უნდა მიიღოთ დღის პირველ ნახევარში. 30 წლამდე ამ მცენარის პრეპარატების მიღება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, პროფილაქტიკის და/ან მკურნალობის კურსი ერთ თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
დაემშვიდობეთ სისხლში მაღალ ქოლესტერინს, გლუკოზას, ლიპიდებს...>>
ჟენშენისგან სამკურნალო საშუალების დამზადების რამდენიმე წესი:
მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, გულის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: ჟენშენის ახალი ფესვი დააქუცმაცეთ ბლენდერით, მიღებული მასიდან 15 მილიგრამი აურიეთ 30 მილიგრამ ახლადგამოწურულ ყურძნის წვენში. მიიღეთ დღეში ერთხელ 30 წვეთის ოდენობით.
ინფექციების, ტკივილისა და კოჟრებისთვის: აიღეთ 30 გრამი მშრალი დაქუცმაცებული ჟენშენი და 50 მილიგრამი ცხელი წყალი. აურიეთ. გააჩერეთ სამი საათი, შემდეგ გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, თან რეგულარულად ურიეთ. გააცივეთ. მიიღებთ კრემისებრ მასას. მალამო წაისვით დაზიანებულ ადგილებზე 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ დღეში 2-4-ჯერ.
ბრონქიტის დროს: 30 გრამი ჟენშენის ფესვისა და 200 მილიგრამი წყლისგან მოამზადეთ ნაყენი, რომელიც 5 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. შემდეგ გადაწუროთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 150 მილიგრამის ოდენობით. მიღების წინ შეათბეთ.
მსხალი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო, მრავალი დაავადების მკურნალი
ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისა და ანემიის სამკურნალოდ: 100 გრამი ჟენშენის ფესვი დააქუცმაცეთ (შეგიძლიათ გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დაუმატეთ 900 გრამი შემთბარი თაფლი. აურიეთ და გააჩერეთ ოთხი კვირა ბნელ ადგილზე. ურიეთ რეგულარულად. მკურნალობის კურსია 8 კვირა. მიიღეთ საუზმის წინ 2,5 მილიგრამის ოდენობით.

იმუნიტეტის ასამაღლებლად: მშრალი ფესვის ფხვნილს დაასხით მდუღარე წყალი შეფარდებით 1:10. შეფუთეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში სამჯერ ჩაის სახით, ჭამამდე 20 წუთით ადრე 15 მილიგრამის ოდენობით. მკურნალობის კურსი - 30 დღე. შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და გაიმეორეთ.
ნაყენის დამზადების რეცეპტები:
სამკურნალო ელექსირი გამოიყენება სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის დასაქვეითებლად, ძილიანობის სიმპტომების მოსახსნელად, სპირტზე დამზადებული ნაყენი გამოიყენება დაძაბულობის, ნევრასთენიის, ორგანიზმის გამოფიტვის, ერექციული დისფუნქციის, შაქრიანი დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის, არტერიული ჰიპოტენზიისა და სხვა შემთხვევებში.

ჟენშენის ფხვნილს (30 გრამი) დაასხით 1 ლიტრი არაყი, გააჩერეთ 4 კვირა, გადაწურეთ. მიიღეთ ორ-ნახევარი თვის განმავლობაში, 30 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
კლდისდუმა - მცენარე, რომელიც ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირებსაც კი კურნავდა>>
ახალი ფესვი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ, გააშრეთ, დააბლენდერეთ. მიღებულ ფაფისებრ მასას (100 გრამს) დაასხით 1 ლიტრი არაყი. გააჩერეთ 1 თვე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 30 დღის განმავლობაში. ათდღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

არყის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 40 ან 50%-იანი სპირტი. ელექსირი შეინახეთ ბნელ ადგილზე, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში.
P.s. ჟენშენის მიღების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.