თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მტკიცებით, 20 ჰექტარი მიწა, რომელიც მათი წინაპრების საკუთრება იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მათ უკითხავად გაასხვისა.
„მიწები უსამართლოდ წაგვართვეს, გაგვიყიდეს. ჩვენს პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი წინაპრების წინაშე და ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, ვითხოვთ, დაგვიბრუნდეს, ან მოგვაქციონ ყურადღება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს და ინვესტორთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუ პრობლემა არ მოგვარდება და ამ საკითხით ხელისუფლება არ დაინტერესდება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.
სოფელ ბობოყვათში იგივე მოთხოვნით აქციები ორი წლის წინ, 2021 წლის ზაფხულშიც იმართებოდა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.