დღეს 2022 წლის 6 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
პრობლემებს ვერ დაემალებით. გინდათ თუ არა, ისინი თვითონ მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. რაც არაა გაკეთებული ან ბოლომდე მიყვანილი, გაგაღიზიანებთ და განწყობას გაგიფუჭებთ. მთავარია, არ აჰყვეთ ცდუნებას, რომ ვინმესთან ურთიერთობები გამოარკვიოთ - არის რისკი, რომ ამ გამორკვევაში ძალიან შორს წახვიდეთ.
ვერძი: დღეს რაღაც საკითხში, შესაძლოა, თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, უეცრად სხვანაირი მხრიდან წარმოჩინდება თქვენ წინაშე. ან, შესაძლოა, თავად გადახედოთ საკუთარ მოსაზრებას რამე საკითხთან მიმართებით და აზრი შეიცვალოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ცვლილებებისთვის უნდა იყოთ მზად, თუნდაც ეს მხოლოდ თავში მომხდარი ცვლილებები იყოს.
კურო: დღეს გინდათ, რომ ყველაფერს საფუძვლიანად ჩაუღრმავდეთ; გაგაღიზიანებთ ყველაფერი, რაშიც სიცხადე არ იქნება შეტანილი. ეს გაიძულებთ, ჩაუღრმავდეთ საკითხს ბოლომდე, სანამ „თეთრ ლაქებს" არ ამოავსებთ. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. ერთი კია –დაზუსტების მიზნით დასმული თქვენი კითხვები გარშემომყოფებს გააღიზიანებს, რადგან შეიძლება იფიქრონ, რომ დასცინით.
ტყუპი: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რომ ადგილი დაუთმოთ ახალს. შესაძლოა, დრომოჭმული იდეები გექაჩებათ უკან, ან განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი, ან, სულაც, ძველი ავეჯი... შეწყვიტეთ ყავლგასულ რაღაცებზე ჩაჭიდება. დაემშვიდობეთ ილუზიებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილი რამე ახალ, ნამდვილად ღირებულ პერსპექტივას დაუთმოთ.
კირჩხიბი: დღეს კომპრომისი თქვენთვის არ არსებობს – „დიახ" ნიშნავს თანხმობას და „არა" – უარს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, სამყარო მხოლოდ შავ–თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან დაპირისპირებას გამოიწვევს. მომატებული ემოციურობის გამო ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დასრულდება. გათავისუფლდით ილუზიისგან, რომ შეგიძლიათ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. დღეს ეს ნამდვილად არ გამოგივათ.
ლომი: ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების დროს არ იჩქაროთ, სჯობს, ჯერ ინფორმაცია მოიპოვოთ. არის საფრთხე, რომ რამე ვერ გაითვალისწინოთ ან ინფორმაცია გამოგეპაროთ. შეცდომები რომ თავიდან აიცილოთ, დღეს ფაზლის ყველა ნაწილი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საქმის მცხოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ასე შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ საქმის კეთება.
ქალწული: დღეს, დიდი ალბათობით, რომელიმე ადამიანზე, მოვლენაზე ან პრობლემაზე საკუთარი თვალსაზრისის გადახედვა მოგიწევთ. შესაძლოა, ამის სურვილი არც გქონდეთ, მაგრამ ანგარიშგასაწევი ფაქტები ამას გაიძულებთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, სჯობს, მზად იყოთ მოულოდნელი ინფორმაციის მისაღებად და რომელიმე საკითხში დიპლომატიურობის, მოქნილობის გამოსაჩენად.
სასწორი: დღეს ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში გაჯიუტდებით – ვერავინ შეძლებს თქვენს გადარწმუნებას. მოჭარბებული ემოციურობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი „ერთადერთი სწორი და ძვირფასი" მოსაზრება თქვენთვის შეინახოთ, ხოლო თუ თქმას მაინც გადაწყვეტთ, მაშინ მზად იყავით კომპრომისისთვის ან ბოდიშის მოსახდელადაც კი.
მორიელი: დღეს სულიც, გულიც, აზრებიცა და სამუშაო მაგიდაც მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. სულ უმნიშვნელო მტვრის ნაწილაკს ან მცირე არეულობასაც კი ამჩნევთ, ამიტომ ყველაფრის იდეალურად დასუფთავება და მოწესრიგება გინდათ. ამას გარდა, წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ ირგვლივ მყოფების ნაკლოვანებებმაც – საქციელმა ან სიტყვებმა. დიდი ალბათობაა, რომ თავს ვერ შეიკავებთ და ამის შესახებ ვინმეს პირდაპირ პირში მიახლით.
მშვილდოსანი: დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერ საკითხს ძირისძირობამდე ჩაჰყვეთ. ამ „ჩაკირკიტებამ", შესაძლოა, ახალ და ამასთან მოულოდნელ დასკვნებამდეც მიგიყვანოთ. სულ მარტივ ყოველდღიურ საქმეებსაც კი ახალი კუთხით შეიძლება შეხედოთ და მასში აქამდე უხილავი ნიუანსები დაინახოთ. რაც შეეხება ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – თქვენი გამჭრიახობის გამო ვერანაირი საიდუმლოს დამალვას ვერ შეძლებენ.
თხის რქა: დღეს შეიძლება რამე ისეთ საქმეში ან საქმის გარჩევაში ჩაგითრიონ, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე ლაპარაკით დაწყებული, დიდ ხარჯებზე ბანალური კამათით დამთავრებული. არ გაცხარდეთ ასეთი საუბრების დროს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აქცენტი ფაქტებზე გადაიტანეთ – ურთიერთწყენამ და პრეტენზიებმა, შესაძლოა, ძალიან შორს წაგიყვანოთ.
მერწყული: დღეს თქვენ ხმაში მბრძანებლური ტონი გაბატონდება. გაცხარდებით, გარშემომყოფებს საკუთარი სიმართლის მტკიცებას დაუწყებთ. რასაც აკეთებთ, იმაში ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული, ამიტომ გარშემომყოფების მხრიდან პასიურობას საბოტაჟად აღიქვამთ. სჯობს, დაიცხროთ ვნებები და ეცადოთ, გვერდით მდგომ ადამიანებზე ნაკლები ზეწოლა მოახდინოთ. მათთან უბრალო დალაპარაკება და ახსნაც შეიძლება.
თევზები: კარგია დღეა ურთიერთობებში სიცხადის შესატანად, თუ ამის საჭიროება არის. შეგიძლიათ ილაპარაკოთ იმაზე, რაზეც აქამდე ვერ საუბრობდით, დასვათ კითხვები, რომელთა ხმამაღლა თქმა გერიდებოდან. ხართ პატიოსანი, გულწრფელი და თანამოსაუბრეს ადვილად უგებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ადამიანებთან პრეტენზიების გარეშე, ყველაზე საჩოთირო თემებზეც კი გულთადად ისაუბროთ.