გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი შენობა ექნება

სარემონტო სამუშაოებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეცნო.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი შენობა ექნება, რომელშიც ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სარემონტო სამუშაოებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეცნო.
ახალი ცენტრი დაკომპლექტებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა შეიქმნება.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თბილისში გაფიცვისთვის ემზადებიან
აზარაშვილთან ერთად სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს