დღეს 2022 წლის 30 სექტემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღევანდელ დღეს შემოქმედების, მობილობისა და ურთიერთობებისკენ სწრაფვა ახასიათებს. განსაკუთრებულად მომხიბვლელი იქნება ყველაფერი ახალი, არაბანალური და უჩვეულო, ხოლო ყოფითი და რუტინული საქმეები გაგვაღიზიანებს. სირთულეს მოიტანს დაუფიქრებელი ლაპარაკი, ამიტომ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად უნდა დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას, მოქმედებას და ფიქრსაც კი.
ვერძი: დღეს თქვენზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ტელეფონი არ გაჩერდება, ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც სურთ, გაგიზიარონ სიხარული, იდეები, ჭორები, საიდუმლოებები, თავიანთი განცდები, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდება. თავად კი ურთიერთობებში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – თქვენი კომუნიკაციური უნარები და იუმორის გრძნობა დღეს უმაღლეს მწვერვალზეა.
კურო: დღეს მკაცრ განწყობაზე ხართ. გარშემომყოფები ამას მაშინვე იგრძნობენ, როგორც კი თქვენთან რამე საკითხის გადაწყვეტას შეეცდებიან. ყველაზე უბრალო შეწინააღმდეგებაც კი შეგიძლიათ გადააქციოთ დისკუსიაში, სადაც თანამოსაუბრეზე ზეწოლით მას დათანხმებას აიძულებთ. ერთადერთი, რაც ამ საქციელს ამართლებს, თქვენი გულწრფელობაა. ფიქრობთ, რომ ოპონენტს გარდაუვალი შეცდომისგან იცავთ. და შესაძლოა, ეს მართალიც იყოს.
ტყუპი: დღეს თქვენთვის საუკეთესო იქნება, თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე იფიქრებთ, მოამზადებთ ამისთვის საფუძველს: შეარჩევთ ქვეყანას (ან ქვეყნებს) შეისწავლით ტურებს, დაათვალიერებთ ვებგვერდებს და შეიძლება, შესაბის სააგენტოში დარეკოთ კიდეც. ეს დაგეხმარებათ, რომ შეეგუოთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და წინასწარ მიიღოთ ეგზოტიკის მუხტი.
კირჩხიბი: სცადეთ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ – გააკეთეთ რამე ახლებურად და ნახეთ, რას მოიტანს ეს. ექსპერიმენტი ნებისმიერ უბრალო რამეზე შეგიძლიათ ჩაატაროთ, რაც ჩვევად გაქვთ უკვე ქცეული, მაგალითად, გზის ერთი და იგივე მარშრუტი, სადილის მენიუ, საურთიერთობო წრე... შეგიძლიათ შეცვალოთ და ცხოვრებაში რაღაც არაპროგნოზირებადი შეიტანოთ. ამან, შესაძლოა, საინტერესო შედეგები და ცვლილებები გამოიწვიოს.
ლომი: დღეს შეიძლება რამე წვეულებაზე მიგიწვიონ. თუ ასეთი რამ არ მოხდა, თვითონ უნდა ეცადოთ ყველანაირად, რომ რომელიმე ღონისძიებას დაესწროთ და საზოგადოებაში „გახვიდეთ“. ხართ თავდაჯერებული, კომუნიკაბელური და ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავს მთელი სისავსით წარმოაჩენთ და საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. გარშემომყოფები მოხიბლული დარჩებიან თქვენი მსუბუქი კატეგორიულობით, იუმორის შესანიშნავი გრძნობით.
ქალწული: შესაძლოა, სადმე წასვლა მოინდომოთ, მაგრამ ვითარება სახლში დარჩენას გაიძულებთ. მოგიწევთ ჩვეულ „ტერიტორიაზე“ ყოფნა, მაგრამ შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. მეგობრების დაპატიჟება, თემატური საღამოს მოწყობა, კერძის მომზადება – დღეს საკუთარი დღის გალამაზება უამრავი მხიარული ფერებით შეგიძლიათ ისე, რომ სახლიდან არ გახვიდეთ.
სასწორი: ცვლილებებისკენ ლტოლვა დღეს აპოგეას მიაღწევს. მზად იქნებით ყველანაირი საბაბი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ადგილს მოწყდეთ და გაიქცეთ. გარშემომყოფებს არ გაუჭირდებათ თქვენი ნებისმიერ ავანტიურაზე „გამოჭერა“, როგორიცაა, მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილეობა, მივლინება, სადმე გამგზავრება ან დეკორაციების შეცვლა. თვითონაც არ გაგიჭირდებათ, რომ მოიფიქროთ უამრავი გადაუდებელი საქმე, ოღონდ სახლში ან სამსახურში არ იყოთ.
მორიელი: თავგადასავლების ძებნის დღეა, მაგრამ სჯობს, თბილ კომპანიასა და სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად გააკეთოთ ეს. თუ გარშემომყოფები არ შემოგთავაზებენ გართობის რამე ვარიანტს, თქვენში ორგანიზატორის ნიჭი გაიღვიძებს და უსწრაფესად მოიფიქრებთ, სად, ვისთან ერთად და როდის უნდა წახვიდეთ. პროგრამა საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.
მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ რამე ფიქრისა და გრძნობის დამალვა – ყველაფერი სახეზე გექნებათ დაწერილი. უფრო მეტიც, წინააღმდეგი არ ხართ, ეს ხმამაღლაც თქვათ იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება, თუ დუმილი აჯობებს. ზოგადად, თქვენთვის დღეს ტაბუდადებული თემები არ არსებობს. გარშემომყოფებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ დაინდობთ და არაფერს იტყვით, თუ რამით ხართ უკმაყოფილო – სულაც არ აპირებთ ჩუმად ყოფნას.
თხის რქა: დღეს გარშემომყოფების ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით და ეს კარგია, თუ ეს ემოციები პოზიტიური იქნება. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ იაქტიუროთ და მით უმეტეს – საჯაროდ. სამაგიეროდ, იქნებით შესანიშნავი მაყურებელი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ განვითარებული ნებისმიერი სპექტაკლი ღირსეულად შეაფასოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც „ცხოვრება დუღს“ და სადაც გარშემომყოფებზე დაკვირვებას შეძლებთ.
მერწყული: დღეს ძალზე ცნობისმოყვარე ხართ და ამ ლტოლვის დათრგუნვა არ ღირს, პირიქით, უკვე დიდი ხანია, ღირს, რიგ საკითხებზე ეს ცნობისწადილი დაიკმაყოფილოთ. რასაც არ უნდა ეხებოდეს: ნაცნობობას, ახალი ფილმის ნახვას, ახალ ვარცხნილობას თუ ახალ კაფეში წასვლას, გამოიყენეთ შემთხვევა და ექსპერიმენტი ჩაატარეთ. თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, მაინც არ დაზარალდებით – თქვენი ცნობისმოყვარეობა ხომ დაკმაყოფილდება.
თევზები: დღეს, რომ იტყვიან, ორ ცეცხლშუა იქნებით გახლეჩილი: რისი გაკეთებაც გიწევთ და რისი გაკეთებაც გინდათ. ძალიან რთული იქნება ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ გადაუდებელი საქმეები უამრავ დროსა და ძალას ითხოვს, მეორე მხრივ კი თქვენი ფიქრები ამ საქმეებისგან ძალიან შორსაა, რადგან ფიქრობთ, როგორ გაატაროთ თავისუფალი დრო, ან, უბრალოდ, ოცნებობთ... შესაძლოა, თქვენი ფიქრების განხორციელება დღის ბოლოს მაინც შეძლოთ.